reportiori.ge - თაფლის სასარგებლო თვისებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:00
სხვადასხვა
თაფლის სასარგებლო თვისებები
ავტორი:
03 თებერვალი, 2014. 13:38

თაფლს უამრავ გამაჯანსაღებელ, სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელ თვისებას მიაწერენ.

 

თაფლი მთლიანად გლუკოზისა და ფრუქტოზის, ასევე რიგი ფერმენტების ნარევისგან შედგება, რომლებიც უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ცხოველქმედებისთვის არის აუცილებელი. თაფლში არის ბუნებრივი ანტიბიოტიკები, რომლებიც მიკრობებთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია. ექიმების მტკიცებით, ის   აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას  და ბევრი პროდუქტის შემცვლელიცაა.

 

მასში თავს იყრის ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები და სხვადასხვა მჟავა. თაფლი ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს. 

 

მას ასევე ორგანიზმიდან  შლაკების  გამოდევნის და ე.წ  ქვების დაშლის ფუნქცია გააჩნია. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

 

თაფლი ანტიბაქტერიულ თვისებებსაც  ატარებს და კანის მოვლის საკმაოდ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.

 

დილით, უზმოზე მიღებული ერთი კოვზი თაფლი (ან წინა ღამით ერთ ჭიქა წყალში გახსნილი ერთი კოვზი) მოზარდისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტია, რადგან, როგორც ამბობენ, იგი სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს.

 

 (მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016