reportiori.ge - საინტერესო ფაქტები ცნობილ ქართველებზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:52
სხვადასხვა
საინტერესო ფაქტები ცნობილ ქართველებზე
ავტორი:
03 თებერვალი, 2014. 19:13

ნიკოლოზ ბარათაშვილი გიმნაზიაში მასწავლებელმა, სოლომონ დოდაშვილმა გაკიცხა იმის გამო, რომ მისი სახელმძღვანელოს შეძენა ვერ შეძლო.

 

სტალინი ჟურნალ „ივერიაში“ სოსელოს ფსევდონიმით აქვეყნებდა ლექსებს.

 

ვაჟა-ფშაველას ენას უწუნებდა აკაკი წერეთელი, ხოლო აკაკის -ანჩისხატის მთავარეპისკოპოსი.

 

დავით აღმაშენებელი წიგნის კითხვის დასრულებისას ბოლოში ნიშანს სვამდა. აღმოჩნდა, რომ ერთი წიგნი ერთ წელიწადში ოცდაოთხჯერ ჰქონდა წაკითხული.

 

დავით სოსლანსა და ლაშა-გიორგის თამარის ხელით მოქარგული სამოსი ეცვათ.

 

არმაზი იყო საქართველოს პირველი დედაქალი.

 

პოლიგრაფიული დიზაინის ნოვატორი ილია ზდანევიჩი ერთხანს კოკო შანელთან მუშაობდა პარიზში.

 

იცით თუ არა, რომ უკვე მძიმედ ავადმყოფი სესილია თაყაიშვილი კინოფილმ „ცისფერი მთების“ გადაღებებზე სასწრაფო დახმარების მანქანით პირდაპირ საავადმყოფოდან მიჰყავდათ.

 

ნოდარ დუმბაძის დედა 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა, იგი გადასახლებული იყო.

 

იცით თუ არა, რომ მეფე თეიმურაზმა თითქმის მთელი ცხოვრება სამგლოვიარო ტანისამოსში გაატარა: ყრმობის ჟამს მამით დაობლდა, მერე დედა მოუკლეს გაუგონარი ტანჯვა-წამებით, ორი ოჯახი ჰყავდა და ორივე ამოუწყდა - მოესწრო ორივე მეუღლის სიკვდილს, ორი ვაჟი შაჰ-აბასმა დაუსახიჩრა და მოუკლა, ერთიც სპარსელებს შეაკვდა, ერთი ასული შაჰის კარზე დაახრჩვეს. დარჩა ერთი ქალიშვილი და ისიც უშვილძიროდ გადაეგო.

 

დემეტრე თავდადებულის ცხედარი მალულად, თევზით დატვირთული ურმით ჩამოასვენეს სამშობლოში.

 

დემეტრე თავდადებულის ერთადერთი პორტრეტი დავით გარეჯის მონასტერშია დაცული.

 

აკაკი ჭანტურია იყო პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.

 

ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს სიყვარულით „კუკლუშკის“ ეძახდა.

 

ილია ჭავჭავაძეს ოლღა გურამიშვილის ოჯახი ხელმოკლეობის გამო იწუნებდა.

 

ნიკო ცხვედაძეს ზოგი გიჟს ეძახდა, ზოგი – გადარეულს. თვითონ ღატაკი და უქონელი, დადიოდა და ხვეწნა-მუდარით, ლამის მათხოვრობით ფულს აგროვებდა, უარს არავინ ეუბნებოდა, რადგან მის პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარებოდათ. მას ფული ქართული უნივერსიტეტის შენობის ასაგებად სჭირდებოდა.

 

22 წლის არქიტექტორმა ირაკლი ციციშვილმა ოთხ დღე-ღამეში, აუტანელ სიცივეში, მდინარე დნეპრზე ხიდი ააგო და საბჭოთა არმიის ტანკებს გზა გაუხსნა. ამითვის მას სააბჭოთა კავშირის გმირის წოდება და ლენინის ორდენი მიენიჭა.

 

ნიკოლოზ შენგელაია რუსთაველის პროსპექტზე ხეზე ასული თავის ფუტურისტულ ლექსებს კითხულობდა, როდესაც კოტე მარჯანიშვილმა შეამჩნია და თავისთან კინოში სამუშაოდ წაიყვანა.

 

 

 (მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა )

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016