reportiori.ge - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:43
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
03 თებერვალი, 2014. 19:44

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ პრესაში გავრცელდა დაუზუსტებელი, ასევე ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის შემცველი ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურის მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესახებ.

"საკითხის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვაზუსტებთ: სსიპ შემოსავლების სამსახურსა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის თითოეული ხელშეკრულებარესტორნებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების შესყიდვის შესახებ,დადებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

შემოსავლების სამსახური 2014 წელს, მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, კომპანიებისგან (შპს „ციტადელ+“, შპს „ჯი ემ თი მთაწმინდა“, სს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი-ემ/გრუპ“ და შპს „აჭარულ-ლაზური“) შეისყიდის საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებას, რომელიც მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის გზით.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, კონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულებების ჯამური თანხა წარმოადგენს 2014 წელს შესაძლო გასაწევ ხარჯს, რომლის ათვისებაც დამოკიდებულია წლის განმავლობაში დაგეგმილ შეხვედრებსა და უცხოური დელეგაციების საქართველოში ვიზიტებზე.

დღეისათვის შემოსავლების სამსახურს მიმწოდებელი კომპანიებისაგან სულ 1903.64 ლარის ღირებულების მომსახურება აქვს მიღებული. კერძოდ, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების (TWINING)პროექტის ფარგლებში,საქართველოს ავსტრიის საგადასახადო ადმინისტრაციის 5-კაციანი დელეგაცია, ასევე, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) პროექტის ფარგლებში თბილისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (ავსტრია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესპანეთი, ფინეთი) შესაბამისი უწყებების ვეტერინარი ექსპერტებით დაკომპლექტებული დელეგაცია ეწვია.

 

გარდა ამისა, 2014 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ დაგეგმილია 100-მდე მაღალი რანგის ღონისძიება, რომელსაც 1000-ზე მეტი უცხოელი სტუმარი დაესწრება. მათ შორის, 17-18 მარტს თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, ევროპის რეგიონის, ასევე ისრაელის, პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის ფორმატში საბაჟო სფეროში, ევროპის რეგიონში პრიორიტეტებისა და ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია უნდა შემუშავდეს. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კონფერენციას საქართველო პირველად უმასპინძლებს. კონფერენციის მუშაობაში, 52 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად (150-მდე მონაწილე), მონაწილეობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კუნიო მიკურია მიიღებს. კონფერენციის მსვლელობისას დაგეგმილია, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვა დიდი ბრიტანეთის და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციებთან", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016