reportiori.ge - მამა პეტრე: თუ ჭკვიანად არ იქნება, რუსეთიც ისევე აღიგვება პირისაგან მიწისა, როგორც ბიზანტია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:44
რელიგია
მამა პეტრე: თუ ჭკვიანად არ იქნება, რუსეთიც ისევე აღიგვება პირისაგან მიწისა, როგორც ბიზანტია
ავტორი:
03 თებერვალი, 2014. 22:11

ამის შესახებ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სწამდეს ის, რაც მას სურს და თუ მათ ეს უფლება აქვთ, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათზე, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მართლმადიდებლობის დაკნინების ხარჯზე, რამეთუ ჩვენთვის მართლმადიდებლობა არ ყოფილა მხოლოდ რჯული და რელიგია. ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში მართლმადიდებლობას უნდა ჰქონდეს უპირატესობა და ვიდრე სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს.

ხშირად ირღვევა ეკლესიის უფლებები და პოლიტიკოსები ძალიან უხეშად ერევიან ეკლესიის საქმეებში, მაგრამ ხშირად ეკლესიაც იმაზე მეტად ერევა სამოქალაქო საკითხებში, ვიდრე მას მოეთხოვება.

მართლმადიდებლობა ეს არ იყო მხოლოდ რელიგია, ეს იყო იდეოლოგია და იდეურად უნდა გატარდეს მართლმადიდებლური პრინციპები, რადგან ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ იდეებზეა დაფუძნებული და მართლმადიდებლურ პრინციპების გამოა, რომ დღეს ჩვენ აქამდე მოვედით. დიახ, ეს ჩვენი სარწმუნოების დამსახურებაა. ამას წმინდა ილია მართალიც ბრძანებს, ის ასევე ამბობს, რომ მართლმადიდებლობა იგივე ქართველობა, ეროვნულობა და თვითშეგნებაა, სწორედ ამან გადაგვარჩინა. ასე არ იყო ბიზანტიაში და სწორედ ამიტომ აღიგავა პირისგან მიწისა ეს ქვეყანა და თუ ჭკვიანად არ იქნება იგივე ელის რუსეთსაც.“- აცხადებს მამა პეტრე.

 

 

 

                                                                                                 (მოამზადა თეო ტაბატაძემ)

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016