reportiori.ge - ყველაზე უცნაური და კურიოზული თვითმკვლელობები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:48
სხვადასხვა
ყველაზე უცნაური და კურიოზული თვითმკვლელობები
ავტორი:
04 თებერვალი, 2014. 00:27



თვითმკვლელობა კურიოზულ ამბად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ არსებობს შემთხვევები, რომლებიც თავიანთი ტრაგიკულობის მიუხედავად, სხვა ადამიანების სახეზე ღიმილს ან გაოცებას მაინც იწვევს. წარმოგიდგენთ რამდენიმეს:


ფლორიციამ, ახალგაზრდა რუმინელმა ქალმა იმის გამო მოიკლა თავი ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, რომ თავის მომავალ მეუღლესთან საქორწინო სუფრის მენიუზე კამათი მოუვიდა.


ინგლისის ქალაქ ლესტერში 61 წლის ლიფტიორი ლიფტის შახტაზე ავიდა, თავზე თოკი მოიბა და დაელოდა ვიდრე ვინმე ლიფტს გამოიძახებდა. თავის მოკვლის მიზეზი კი უფრო ღიმილისმომგვრელი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მას სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვეს.


26 წლის ტაილანდელი ბიჭი მე-6 სართულიდან გადმოხტა თავის მოკვლის მიზნით მხოლოდ იმიტომ, რომ მას მისმა მეუღლემ უარი განუცხადა, თავისი ორი მეგობარი გოგონა აეყვანა სახლში.


უცნაური ფაქტი მოხდა მოსკოვში. ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა თავის ბინაში დაბრუნებისას ქურდი აღმოაჩინა და ჰკითხა მას, თუ რას აკეთებდა იქ, მან კი უპასუხა “არაფერს", აივნის კარი გამოაღო და მე-9 სართულიდან გადახტა.


თვითმკვლელობას მიმართა ერთ-ერთმა საკმაოდ შეძლებულმა ეგვიპტელმა ბიზნესმენმა.საქმე ისაა, რომ მას 35 ყოფილი, ასევე 4 მოქმედი მეუღლე და 26 შვილი უნდა უზრუნველეყო ფინანსურად, რაც ვერ შეძლო.


64 წლის იაპონელმა თავის მოსაკლავად იმდენი ტუალეტის ქაღალდი შეჭამა, სანამ სიცოცხლეს არ გამოესალმა.


ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთს ჩაიფიქრებს ადამიანი და მეორე გამოსდის. ასე დაემართა 63 წლის ამერიკელს, რომელმაც თავის მოკვლა დაწვით განიზრახა, მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა, თუმცა ტკივილი იმდენად აუტანელი აღმოჩნდა, რომ ცეცხლის ჩასაქრობად მამაკაცი აუზში გადახტა, თუმცა ამ მცდელობისას იგი დაიხრჩო.



                                                                                          (მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016