reportiori.ge - 4 თებერვლის ჰოროსკოპი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:43
სხვადასხვა
4 თებერვლის ჰოროსკოპი
ავტორი:
04 თებერვალი, 2014. 12:07


ვერძი - დღეს ფულთან მიმართებაში სიფრთხილე გმართებთ, შეეცადეთ არ დახარჯოთ იმაზე მეტი რასაც თავდაპირველად გეგმავდით.


 

კურო - დღეს ნუ იტყვით უარს წინადადებაზე, რომელსაც კოლეგა ან მეგობარი გაგიკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება წინადადება უპერსპექტივო მოგეჩვენოთ, მასზე დათანხმებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.


 

ტყუპები - პრობლემებმა შესაძლოა ხელი შეგიშალონ კარიერის ზრდასთან დაკავშირებულ გეგმებში. არსებულ სიტუაციაში მოგიწევთ არჩევანის ოჯახის ან ჯანმრთელობის სასარგებლოდ გაკეთება, თუმცა გულს ნუ გაიტეხთ მომავალში ყველაფერს სწრაფად აინაზღაურებთ და სამსახურშიც დაწინაურება მოგელით.


 

კირჩხიბი - შედარებით მშვიდი ატმოსფერო სამსახურში შესაძლებელია დაირღვეს მოულოდნელი და არც თუ სასიამოვნო ინფორმაციით. დიდია ალბათობა სამსახურიდან გაგაგზავნონ სხვა ქალაქში, ეს სიახლე არ შედიოდა არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრების გეგმებში, ამიტომ მათ ეს არ მოეწონებათ.


 

ლომი - დღეს მოგიწევთ ეშმაკობის გამოყენება, განსაკუთრებით თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები გაქვთ. ნუ დაგენანებათ ფული კონსულტაციების მისაღებად, საქმეში გამოცდილ კომპეტენტურ პირებს მიმართეთ, რადგან საქმე საკმაოდ დიდ თანხებს ეხება, სიხარბის გამო შეიძლება ორჯერ გადახდა მოგიწიოთ.


 

ქალწული - ისარგებლეთ თავისუფალი დროით რათა პირადი ჩანაფიქრები განახორციელოთ და მოაგვაროთ საქმეები, რომლებისთვისაც ადრე დრო არ გყოფნიდათ. მიღწეული შედეგები ძალზედ გაგახარებთ, აგრეთვე გაჩნდება სამსახურში დაწინაურების პერსპექტივა.


 

სასწორი - მთელი დღის მანძილზე კარგი განწყობა შეგინარჩუნდებათ, თუმცა შეიძლება საღამოსკენ განწყობა არასასიამოვნო ინფორმაციამ გაგიფუჭოთ. მზად იყავით, რადგან უმოკლეს დროში შეიძლება დიდი თანხის მოძიება ან შორს გამგზავრება მოგიწიოთ.


 

მორიელი - დღეს ყურადღებით მოეკიდეთ სამსახურის საქმეებს, მცირეოდენმა შეცდომამ შეიძლება მთელი დღის ნაწვალებს ხაზი გადაუსვას. ნუ შეგეშინდებათ და მოგერიდებათ, აუცილებლად დაიკითხეთ უფროსებს და კონსულტაცია თხოვეთ კომპეტენტურ ადამიანებს.


 

მშვილდოსანი - დღეს ვარსკვლავები არნახულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მათ ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, თუმცა საკმაოდ წარმატებული დღეა მათთვისაც ვინც უბრალოდ დაქირავებული პერსონალია. ხელმძღვანელობა დაგაწინაურებთ, ხელფასს მოგიმატებთ ან გაითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს.


 

თხის რქა - დილიდან ძალის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ დაგეგმილი განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ფული ფრთხილად ხარჯოთ, ძალიან ბევრს ნუ დახარჯავთ გართობაზე.


 

მერწყული - თანამშრომელთან კამათმა შესაძლებელია ხელი შეგიშალოთ ჩაფიქრებული გეგმის განხორციელებაში, რადგან თქვენ არა მარტო მისი დახმარება დაგჭირდებათ არამედ ხელმძღვანელის კეთილგანწყობაც, რომელიც მის აზრს ყურს უგდებს. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ და ემოციებს არ მისცეთ გასაქანი, დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული თქვენი შემდგომი კარიერა და ფინანსური კეთილდღეობა.


 

თევზები - დღეს გელით მცირეოდენი ფულადი სიურპრიზები. თქვენ დაგიბრუნებენ ვალს, რომლის არსებობა აღარც კი გახსოვდათ, აგრეთვე შესაძლებელია ოდესღაც თქვენს მიერ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ გულუხვად დაჯილდოვდეთ. შეეცადეთ ყველაფერი ერთბაშად არ დახარჯოთ, რადგან მიღებული თანხა საღამოს გამოგადგებათ საკმაოდ სარფიან საქმეში ჩასადებად.





(მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016