reportiori.ge - „საპარტნიორო ფონდმა“ ბრიტანელ ბანკირებს უმასპინძლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:34
ეკონომიკა
„საპარტნიორო ფონდმა“ ბრიტანელ ბანკირებს უმასპინძლა
04 თებერვალი, 2014. 16:19

საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ბრიტანული უმსხვილეს მულტინაციონალური საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანიის BARCLAYS მენეჯმენტს შეხვდა.


BARCLAYS-ის ვიცე თავმჯდომარე მაკრამ აზარი, დირექტორები ჯულიან მაკედო და ბარის ეფე და ვიცე პრეზიდენტი გიორგი თხელიძე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობენ. "საპარტნიორო ფონდის" გარდა ისინი შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.


"ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აქ ჩამოვედით, რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა შესაძლებლობას. ქვეყანას კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა უკავია და მნიშვნელოვან კორიდორს წარმოადგენს დასავლეთ ნაწილის და აზიის, კერძოდ ჩინეთთან დასაკავშირებლად", - განაცხადა BARCLAYS საინვესტიციო ბანკინგის ვიცე-თავმჯდომარე მაკრამ აზარიმ შეხვედრაზე.


"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ბრიტანელ სტუმრებს გააცნო ფონდის მისია, მანდატი და პრიორიტეტული სექტორები. ეს არის სოფლის მეურნეობა, წარმოება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა.


"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, სტუმრებმა განსაკუთრებული დაინტერესებდა გამოხატეს ფონდის შვილობილი კომპანიების "საქართველოს რკინიგზის" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" საქმიანობის შესახებ.


საუბარი შეეხო ასევე 2014 წლის ფონდისთვის პრიორიტეტულ სექტორებს. ირაკლი კოვზანაძის განაცხადებით, ფონდში ამჟამად განიხილება დაახლოებით 23 პროექტი სხვადასხვა სფეროებიდან. მანვე სტუმრებს მიაწოდა "საპარტნიორო ფონდის" ბაზაზე სუვერენული ფონდის შექმნის შესახებ ინფორმაცია, რაც მომავალში ინვესტორებს შორის სანდოობის გაზრდას და მოქმედების მეტ საშუალებას მისცემს მენეჯმენტს.


"ცვლილების მიზანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მსოფლიოში აპრობირებული სუვერენული ფონდების მსგავსი სტრუქტურული ერთეული, რომელიც გამჭვირვალობის ბევრად მეტ ელემენტს შეიძენს და უფრო ადვილად გასაგები იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის. სუვერენული ფონდის ჩამოყალიბების შემდეგ შევძლებთ განვიხილოთ მცირებიუჯეტიანი პროექტებიც და ასევე გავზარდოთ ფონდის პორტფელიც", - განაცხადა კოვზანაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016