reportiori.ge - ამერიკელი ექსპერტი: ქართული მანდარინი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:53
საზოგადოება
ამერიკელი ექსპერტი: ქართული მანდარინი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
05 თებერვალი, 2014. 13:41

„ქართული მანდარინისთვის დღეს ყველაზე ოპტიმალური, ადგილობრივი ბაზარია, რადგან მისი ხარისხი საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“, - ამ განცხადებას ამერიკელი ექსპერტი მეციტრუსეობის საკითხებში სინდი ფეიქი აკეთებს.

 

ქართულ მანდარინს ზოგადად აქვს რეპუტაცია, რომ არის მჟავე და პატარა ზომის და არც მისი შეფერილობაა საკმარისად სტაფილოსფერი. "საცუმას" ჯიშს, რომელიც საქართველოში მოჰყავთ, აქვს დიდი პოტენციალი საექსპორტო ბაზრებზე, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მას პერსპექტივა მხოლოდ საქართველოში აქვს", - აღნიშნა კალიფორნიელმა ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

სინდი ფეიქის თქმით, მანდარინის სიმჟავეს ორი ფაქტორი განაპირობებს, პირველი ის რომ ხეს აკლია კვება და მეორე -პროდუქტი უფრო ადრე იკრიფება ვიდრე საჭიროა. ექსპერტის აზრით, ქართველი ფერმერები არ იცნობენ მანდარინის პლანტაციების მოვლის თანამედროვე მეთოდებს, რაც მოწეულ მოსავალზე უარყოფითად აისახება.

 

სინდი ფეიქი ქართველ ფერმერებს მანდარინის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს აცნობს. EPI-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგენი აჭარისა და გურიის რეგიონში 3 000 მეცირტუსემ გაიარა.

 

სინდი ფეიქის ინფორმაციითსაცუმას ჯიშის მანდარინი კალიფორნიაშიც მოჰყავთ და 1 კილოგრამის საცალო ფასი 3-დან 11 დოლარამდე მერყეობს. ქართულ ბაზარზე კი მას საშუალოდ 1 30 თეთრად ყიდიან.

 

ამერიკელი ექსპერტის აზრით, ქართველ მემანდარინეებს თანამედროვე მეთოდების გათვალისწინების შემთხვევაში, სულ მცირე 5 წელი დასჭირდებათ მაღალი ხარისხის მოსავლის ასაღებად.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016