reportiori.ge - მიზეზები, რის გამოც უფლებადამცველები ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საჯარო კამპანიას იწყებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:10
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მიზეზები, რის გამოც უფლებადამცველები ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საჯარო კამპანიას იწყებენ
05 თებერვალი, 2014. 19:05

ბიზნესმენმა,  ვანო ჩხარტიშვილმა,  ბოდიშის მოხდის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.   ჩხარტიშვილი საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, ბოდიშის მოხდას   უფლებადამცველ მელორ ვაჩნაძისგან,  ლევან გოგიჩაიშვილისგან და მათი მეგობრობისგან მოითხოვს.

ამის შესახებ უფელბადამცველებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, მელორ ვაჩნაძემ და იურისტმა თინათინ ნიბლოშვილმა,  დღეს „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

გოგიჩაიშვილის განმარტებით, ჩხარტიშვილის მხრიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი  გასული წლის 19 ივნისს,  ჩხარტიშვილის ბიზნესცენტრთან ჩატარებული აქციაა, სადაც აქცენტი მის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებულ მოღვაწეობაზე იყო გაკეთებული.

 „აქციაზე,  ჩვენ ვეხმაურებოდით ბადრი  პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტს, ასევე ჩვენ ვეხმაურებოდით და აღვნიშნავდით ფაქტს, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება შემდეგ მის ოჯახს, საზოგადოების წევრებს, გაუჩნდათ ვარაუდი და საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ , ის ქონება, რომელიც მინდობილი იყო მის პარტნიორ ვანო ჩხარტიშვილზე მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგების გზით მიიტაცა, გაყიდა და თანხა მიითვისა,“- განაცხადა ლევან გოგოჩაიშვილმა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები მზად არიან მტკიცებულებებით გაამყარონ ყველა ის განცხადება, რაც აქციაზე გაკეთდა მათი მხრიდან.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ აღნიშნული გამოწვევა, ასევე მზად ვართ შევთავაზოთ, რომ ჩატარდეს ღია სასამართლო პროცესი, ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა მტკიცებულება, რითაც პასუხს ვაგებთ იმაზე, რაც ვთქვით, ეს არის არამარტო ჩვენი პოზიცია, არამედ ეს არის პოზიცია, რომელიც გააჩნია საზოგადიებას და რომელსაც თანამდებობის გარკვეული პირებიც აფიქსირებდნენ,“- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი თქმით, უახოლოეს დღეებში ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საჯარო კამპანიის განხორციელება დაიწყება.

„ვიწყებთ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საჯარო კამოპანიას, რომელიც სამ ნაწილად დაიყოფა. პირველი ნაწილი მოიცავს ჩხარტიშვილის ცხოვრებას, მისი კომკავშირული და შემდგომი, ბანკებთან დაკავშირებული მოღვაწეობა, მეორე ნაწილი - მისი მოღვაწეობა ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში და მესამე - მისი ურთიერთობა ბადრი პატარკაციშვილთან“,- განმარტა გოგიჩაიშვილმა.

უფლებადამცველი  მელორ ვაჩნაძე,  ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდას  არ აპირებს და მის მეირ გაკეთებული განცხადებების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას გეგმავს.

 „აქცია, რომელიც გავმართეთ, მეანაბრეების მხარდასაჭერი იყო.  ყველამ ნახა ის გაჭირვებული ადამიანები, რომლებმაც თითქმის მთელი დანაზოგი შეიტანეს ბანკებში, საიდანაც მათ არც ერთი თეთრი არ მიუღიათ. ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით დღემდე შემოდის ჩვენთან საჩივრები, რომელებიც ამტკიცებენ დოკუმენტების საშუალებით, რომ  ამ ადამიანმა წლების მანძილზე დიდძალი ქონება დააგროვა ქართველი ხალხის ფულით,“- განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

მისი  განცხადებით, აღნიშნულ საქმეს ბოლო ინსტანციამდე  მიჰყვება, რათა საზოგადოებას აჩვენონ, თუ ვინ არის ვანო ჩხარტიშვილი.

„ჩვენ მზად ვართ, ბოლომდე გავყვეთ აღნიშნულ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ძალიან მომზადებული, რადგან მას გააჩნია დიდძალი თანხები, რომელსაც  არ დაზოგავს ჩვენს წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი მართალ ადამიანად წარმოაჩინოს, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით და ბოლო ინსტანციამდე მივყვებით და საზოგადოებას ვაჩვენებთ, თუ ვინ არის ვანო ჩხარტიშვილი,“- აღნიშნა  მელორ ვაჩნაძემ.

მელორ ვაჩნაძე ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდას გამორიცხავს.

„ვანო ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ შეუძლია ფულით ყველა და ყველაფერი იყიდოს, მაგრამ ის, ჩვენ ვერ გვიყიდის! ჩვენ არ მოვუხდით მას ბოდიშს, ის ვერასდროს ვერ  გახდება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ის მუდამ დარჩება მიმტაცებელ-მარადიორად!“- აღნიშნა მელორ ვაჩნაძემ.

მელორ ვაჩნაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო პროცესს წააგებს, საზოგადეობის ინტერესების დასაცავად პატიმრობისთვისაც მზად არის.

„სასწაული რომ მოხდეს  და ეს პროცესი წავაგოთ, ჩემი ბოდიშის არმოხდა, შესაძლოა  პატიმრობითაც დასრულდეს, მაგრამ მე პირადად არ მოვერიდები საზოგადოების გამო საპყრობილეშიც წავიდე და დიდ სიამაყით მოვიხადო სასჯელი, რადგან საზოგადიების ინტერესებს დავიცავ და ვიქნები მართალი,“- განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

იურისტმა, თინათინ ნიბლოშვილმა  საქმეთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება გააკეთა. მისი თქმით, სარჩელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლითაა აღძრული.

„ჩვენ უკვე შევიტანეთ შესაგებელი კონკრეულ საქემზე, სადაც ჩვენს პოზიციას ამყარებს კონტრეტული მუხლი კანონისა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების  შესახებ, რომლის მიხედვითაც, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ ის მიზნად ისახავდა  საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს. რაც იმას ნიშნავს, რომ მელორ ვაჩნაძის მიერ გაკეთებული განცხადება გამოხატავდა საზოგადეობის ინტერესს, რაც ბევრად აღემატება იმ ზიანს, რაც გააჩნია ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მას მიადგა კონკრეტული მატრეიალური ზიანი, მას შემდეგ რაც მას შეელახა პატივი და ღირსება,“- განმარტა თინათინ ნიბლოშვილმა.

 

ვანო ჩხარტიშვილის  სასამართლო პროცესი, 7 თებერვალს, 12:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016