reportiori.ge - ყველაზე სულელურად გარდაცვალების შემთხვევები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:36
სხვადასხვა
ყველაზე სულელურად გარდაცვალების შემთხვევები
ავტორი:
05 თებერვალი, 2014. 20:57

ლეგენდის თანახმად, ჩვენს ერამდე 500 წელს ბერძენი დრამატურგი ესქილე სიცოცხლის უკანასკნელ მომენტში შეუფერებელ დროს შეუფერებელ ადგილას აღმოჩნდა. თავზე კუ დაეცა, რომელიც არწივის კლანჭებიდან ჩამოვარდა... ახლა კი ლეგენდები გვერდზე ''გავწიოთ'' და რეალურ ფაქტებს მივყვეთ. 



XVI საუკუნეში მცხოვრები ასტრონომი ტიხო ბრაგე, რომლის კვლევები ისააკ ნიუტონს მიზიდულობის თეორიის შექმნაში დაეხმარა, იმის გამო გარდაიცვალა, რომ დროულად ვერ შევიდა... საპირფარეშოში!.. ტრაპეზის დასრულებამდე სუფრიდან ადგომა მასპინძლის შეურაცხყოფად მიიჩნეოდა. ზრდილობიანმა ბრაგემ დროზე ვერ გაბედა სუფრიდან ადგომა და საშარდე ბუშტი გაუსკდა. 11 დღის შემდეგ კი გარდაიცვალა.



გავლენიან სახელმწიფო მოღვაწესა და XVI საუკუნის ფილოსოფოს ფრენსის ბეკონს თავში აზრად მოუვიდა, რომ ხორცის შესანახად მარილის ნაცვლად თოვლის გამოყენება იყო შესაძლებელი. გადაწყვიტა, თავისი თეორია შეემოწმებინა. ექსპერიმენტის ფარგლებში დაკლულ ქათამს თოვლით ტენიდა, შედეგად კი ქათმის ნაცვლად თვითონ გაიყინა. 



XVI საუკუნის კომპოზიტორი ჟან-ბატისტ ლიული, რომელიც მუსიკას საფრანგეთის მეფის დაკვეთით წერდა, თავისი საქმისადმი მეტისმეტ ერთგულებას ემსხვერპლა. მორიგი რეპეტიციის დროს წყობიდან გამოვიდა, ხელჯოხი იატაკისკენ მაგრად მოიქნია, საკუთარ ფეხში მოიხვედრა, ინფექცია შეეჭრა და გარდაიცვალა. 



ცნობილი ილუზიონისტი ჰარი ჰუდინი ხალხს უფლებას აძლევდა, მუცელში ერტყათ, რითაც უმაგრესი პრესის დემონსტრირებას ახდენდა. მას მერე, რაც მორიგმა თაყვანისმცემელმა მუცელში მუშტი ჩასცხო, გუდინს შინაგანი ორგანოები დაუზიანდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. 



ჯიმი ფიქსი, ავტორი ბესტსელერისა ''სრული წიგნი სირბილის შესახებ'', რომელმაც ძუნძულით სირბილი 1970-იანი წლების გატაცებად აქცია, სწორედ ძუნძულით სირბილის დროს გარდაიცვალა გულის შეტევით.



წყლით სავსე აბაზანაში მდგომი ფრანგი მომღერალი კლოდ ფრანსუა ნათურის გამოცვლას ცდილობდა და დენის დარტყმით გარდაიცვალა. 



ცნობილი გამომძიებელი ალან პინკერტონი ტროტუარზე წაბორძიკდა და ენა მოიკვნიტა. სულ მალე განგრენით გარდაიცვალა. 



აშშ-ის მეთორმეტე პრეზიდენტმა ზაკარი ტეილორმა, რომლის ინაუგურაციაც 1850 წლის 4 ივლისს, განსაკუთრებით ცხელ დღეს გაიმართა, მეორე დღეს მეტისმეტად ბევრი ნაყინი შეჭამა, მოუნელებლობა დაემართა და ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. 



ცნობილი ვისკის ''ჯეკ დენიელსის'' შემქმნელმა ჯეკ დენიელმა თითი მოიტეხა, როცა საკუთარ სეიფში ჩრიდა, რომლის კომბინაციაც დაავიწყდა. ტრავმის მიღებიდან ცოტა ხანში სისხლში შეჭრილი ინფექციისგან გარდაიცვალა. 



პირველი ადგილი კი ეკუთვნის ბერძენ ფილოსოფოსს ქრიზიპუსს - ის თვალს ადევნებდა, როგორ ცდილობდა მისი მთვრალი ვირი ლეღვის ჭამას და სიცილის შეტევით გარდაიცვალა.


ჟურნალ „რეიტინგის“ მასალებზე დაყრდნობით

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016