reportiori.ge - ერთ წელიწადში ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უფასო გახდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:44
სხვადასხვა
ერთ წელიწადში ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უფასო გახდება
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 13:42

ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაცია „Media Development Investment Fund" გეგმავს, უფასო ინტერნეტი დედამიწის ყველა მცხოვრებს მიაწოდოს. პროექტი სახელწოდებით „Outernet" 2015 წელს განხორციელდება. ორგანიზაცია გეგმავს, ორბიტაში ათასობით სატელიტი გაუშვას. პროექტი უზრუნველყოფს ინტერნეტის შეუზღუდავ მიწოდებას იმ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც ქსელზე ცენზურა მოქმედებს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში. „Media Development Investment Fund" მონაცემებს ფართო რადიო-ტალღებით გაგზავნის. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ პროექტის განსახორციელებლად შემოწირულობის სახით, რამდენიმე მილიონი დოლარის შეგროვებას შეძლებენ.


მიუხედავად იმისა, რომ „Wi-FI" ფართოდ არის გავრცელებული, ბევრი ქვეყანა ვერ ახერხებს, ან არ სურს ადამიანები საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოს. ტელეკომების ოპერატორები ყველა ხერხით ცდილობენ, პროექტი დახურონ, თუმცა „Outernet"-ის პროექტის ხელმძღვანელი საი კარიმი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება, ორგანიზაცია მიზნად ისახავს, სთხოვოს „NASA"-ს ნებართვა, რომ ტექნოლოგიის ტესტირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარდეს.

 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016