ეკონომიკა
იანვრის თვეში ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლების ზრდა დაფიქსირდა
ავტორი: ქრისტინე ფოფხაძე
06 თებერვალი, 2014. 17:38
ფინანსთა სამინისტრო ექსპორტისა და იმპორტის იანვრის თვის გაზრდილ მაჩვენებლებზე საუბრობს.
სამინისტროს ინფორმაციით, იმპორტმა 2014 წლის იანვარში 883 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 131.3 მლნ ლარით მეტია.
ასევე, 2012 წლის იანვართან შედარებით ზრდაა 88.2 მილიონი ლარით, 2011 წლის იანვართან კი, 168.9 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით - 398.2 მილიონი ლარით.
2014 წელს ექსპორტიც გაიზარდა. მისი მაჩვენებელი იანვარში წინა წელთან შედარებით 48.6 მილიონი ლარით გაიზარდა და 277 მლნ ლარი შეადგინა.
2012 წლის იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 96,1 მილიონი ლარით, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68.8 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით 121 მილიონი ლარით.
12 თებერვალი, 2016. 14:50
11 თებერვალი, 2016. 19:52
11 თებერვალი, 2016. 19:48
11 თებერვალი, 2016. 19:47
11 თებერვალი, 2016. 18:52
11 თებერვალი, 2016. 17:35
04 თებერვალი, 2016. 10:35
25 იანვარი, 2016. 23:54
23 იანვარი, 2016. 21:32
18 იანვარი, 2016. 17:12
06 იანვარი, 2016. 19:45
22 დეკემბერი, 2015. 16:19
03 დეკემბერი, 2015. 12:35
11 ნოემბერი, 2015. 22:28
11 ნოემბერი, 2015. 14:00