reportiori.ge - კაცი, ვის მამულშიც გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ქორწილი გადაიხადეს, მერაბიშვილის სახლში მოწამლეს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:16
პრეს-დაიჯესტი
კაცი, ვის მამულშიც გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ქორწილი გადაიხადეს, მერაბიშვილის სახლში მოწამლეს?!
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 16:29

აწ განსვენებული ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი თელავის რაიონის სოფელ სანიორეში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მას უმაღლესი განათლება არ მიუღია, არ ჰქონდა სპეციალობა... სკოლის დამთავრების მერე, სხვა გლეხებივით ცხოვრობდა – უვლიდა ვენახს, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა და... ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა ქვეყნის მმართველები მისი ხშირი სტუმრები გახდებოდნენ. ის, ალბათ, ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ძალიან დიდ ფულს იშოვიდა და ვერც იმას, რომ მის გარდაცვალებაში, პირდაპირ თუ ირიბად, ბრალი ერთ დროს ძლევამოსილ ვანო მერაბიშვილს დაედებოდა...

 

მოგვიანებით, საქუაშვილმა მუშაობა სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო. რუსეთი-გროზნო-საქართველოს მარშრუტით „რეისავიკობდა“...

1995 წელს საქუაშვილმა საქართველო დატოვა – თელავში ამბობდნენ, რომ თითქოს სოსო სიხარულაშვილის მკვლელობაში იყო გარეული...

1998 წელს საქუაშვილი თელავში დაბრუნდა და ბიზნეს-მოღვაწეობა დაიწყო.

მის სახელს უკავშირდებოდა სანიორის ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომელიც, როგორც ამბობენ, წინანდლის ღვინის ქარხნის ტექნიკური ბაზით შეიქმნა.

მოგვიანებით, საქუაშვილმა სოფელ სანიორეში სანავარდოს ტერიტორიებიც შეიძინა და იქ ვენახი გააშენა...

2003 წლის მერე, საქუაშვილს ბიზნეს-საქმიანობაში ხელი არ შეშლია – სანავარდოს ხშირი სტუმრები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო... ისიც ცნობილია, რომ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ქორწილი სწორედ სანავარდოში გადაიხადეს...

საქუაშვილს ორი ქორწინებიდან 5 შვილი დარჩა. პირველი ქორწინება ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული, მეორე მეუღლესთან კი, უკანონო ქორწინებაში იმყოფებოდა.

აუარება ქონება, რომელზეც კახეთში ლეგენდები დადიოდა, საქუაშვილის გარდაცვალების მერე, თვალსა და ხელს შუა გაქრა, უფრო სწორად, საქმე ისე წავიდა, რომ მისი პირველი ცოლ-შვილი ცარიელ-ტარიელი დარჩა...

 

უცნაური სიკვდილი

 

ოჯახი თვლის, რომ საქუაშვილი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა – იგი მოწამლეს...

ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი 2007 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. ნოდარ საქუაშვილს ქალიშვილი, ინგა საქუაშვილი არ გამორიცხავს, რომ მამამისი ვანო მერაბიშვილის სახლში მოწამლეს.

 

სად გაქრა ქონება

 

საქუაშვილს ღვინის ქარხნები, ასობით ჰექტარი ვენახი, ავტოგაზგასამართი სადგურები, სასტუმრო, სახლები, სავაჭრო ობიექტები და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება დარჩა. აუდიტის მიერ 5 189 381 ლარად შეფასებული ქონება, კანონით, პირველი რიგის მემკვიდრეებზე (მეუღლე, შვილები და მშობლები) თანაბრად უნდა განაწილებულიყო, საქუაშვილს პირველ მეუღლესთან, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, 3 შვილი დარჩა, მეორე მეუღლესთან კი – 2, თუმცა 4 428 801 ლარის ქონება გარდაცვლილი ბიზნესმენის დამ, ქეთევან ჯინჭველაძემ დაიმტკიცა.

გარდაცვალებამდე ნოდარ საქუაშვილმა ბანკ „ქართუ“-დან 2 000 000 აშშ დოლარის კრედიტი აიღო, რომელიც 2011 წლამდე, ეტაპობრივად უნდა დაეფარა. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, შეძენილი ჰქონდა 222 691 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თანხის გადახდა, ამ შემთხვევაშიც, ეტაპობრივად, დროთა განმავლობაში უნდა მომხდარიყო, თუმცა სიძეს, რომლის ხელშიც ნოდარის ქონება აღმოჩნდა, მიღებული ქონებიდან ვალების დასაფარად არაფერი გადაუხდია.

ნოდარ საქუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2007 წლის 4 აგვისტოს, სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულება გაფორმდა.

საქუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა და მეუღლემ კუთვნილი ქონების დაბრუნებაზე სასამართლო დავა წამოიწყეს. საქუაშვილის დას მითვისებული ქონება, პრაქტიკულად, ჩამოართვეს.

საქუაშვილის გარდაცვალება კი, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დას...

მიუხედავად იმისა, რომ საქუაშვილი უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში მკრუნალობდა, მისი ჯანმრთელობა ვერ გამოსწორდა.

თანასოფლელების მტკიცებით, გარდაცვალებამდე სახლიდან ვეღარ გამოდიოდა...

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მის ოჯახში მუშაობდა, ამბობს, რომ ნოდარს აღარ ჰქონდა სურვილი, ვინმეს ენახა და გამოლაპარაკებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა შვილმა საჯაროდ ბევრჯერ განაცხადა, მამაჩემი მერაბიშვილის მსხვერპლიაო, დღემდე ამოუცნობია ამ ადამიანის სიკვდილი.

დღემდე არც სოსო სიხარულაშვილის მკვლელობაა გამოძიებული.

დღემდე უცნობია, ვისი ინიციატივით წაართვეს „კანონიერი ქურდის“, გოგა გოგოლაძის ყოფილ ცოლს და სიმამრს მამაპაპისეული ქონება, თუმცა ცნობილია, რომ გოგოლაძესა და ნოდარ საქუაშვილს მეგობრობა აკავშირებდათ. მათი ურთიერთობა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მერე შეწყდა...

სანიორეში ამბობენ, რომ ოჯახი, რომელიც ოდესღაც მილიონებს ეთამაშებოდა, დღეს გაჭირვებაში ცხოვრობს...

კახეთში არავინ ცდილობს, გაარკვიოს, ვინ გაიმეტა ნოდარი სასიკვდილოდ, რადგან ყველამ იცის, რომ ნოდარი მერაბიშვილის მსხვერპლია. საქუაშვილის დის ქმარი მერაბიშვილის ცოლის, თაკო სალაყაიას ბიძაა...

 

მაკა მოსიაშვილი

გაზეთი „ქართული სიტყვა“

07.02.2014 წ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016