reportiori.ge - პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი თანხის 15%-ს პარტიები რეგიონულ მედიასაშუალებებს გადაუნაწილებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:36
მედია
პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი თანხის 15%-ს პარტიები რეგიონულ მედიასაშუალებებს გადაუნაწილებენ
07 თებერვალი, 2014. 18:27

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულები ხდებიან წინასაარჩევნო რეკლამისთვის  ბიუჯეტიდან განსაზღვრული თანხის არანაკლებ 15% სულ ცოტა შვიდ რეგიონულ მაუწყებელს გამოუყონ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში ინიცირებისთვის მზადაა.

 

არჩევნების წელს, პოლიტიკური პარტიებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად ბიუჯეტიდან ისინი დამატებით დაფინანსებას მიიღებენ.

 

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი ხდებიან კვალიფიციური სუბიექტის გარდა, ყველა დანარჩენი პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონ დრო და დროის განაწილების წესი დგინდება. კერძოდ,  ადგილობრივი მაუწყებლები ვალდებულნი ხდებიან წინასაარჩევნო რეკლამა უსასყიდლოდ განათავსონ, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას განათავსებს. ასეთ შემთხვევაში მაუწყებელი ვალდებული ხდება, პარტიის მიერ გავრცელებული ფასიანი რეკლამის ჯამურ დროზე სულ ცოტა 3-ჯერ მეტი დრო გამოუყოს უფადო წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად.

 

 

უსასყიდლოდ გამოყოფილ დროში მაუწყებელი არადისკრიმინაციულად უნდა მიუდგეს თითოეულ კვალიფიციურ სუბიექტს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016