reportiori.ge - Wall Street Journal:პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ საქართველო ევროპულ კურსს შეინარჩუნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:10
მედია
Wall Street Journal:პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ საქართველო ევროპულ კურსს შეინარჩუნებს
ავტორი:
08 თებერვალი, 2014. 13:16

Wall Street Journal"-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს ვრცელ სტატიას უძღვნის. ჟურნალისტი ნაფტალი ბენდევიდი სტატიაში სათაურით - „პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ საქართველო ევროპულ კურსს შეინარჩუნებს", ღარიბაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუდან აკეთებს ანალიზს.


„საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების შეთანხმებას, რადგან მისი მიზანი ევროკავშირის წევრობაა. უკრაინის მკვეთრი გადაწყვეტილების შემდეგ, უარი ეთქვა ევროპულ გზაზე, რასაც ქვეყნის შიგნით არეულობა მოჰყვა, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ლიდერებს ჰპირდება, რომ მისი ქვეყენა ევროპულ კურსს შეინარჩუნებებს.


საქართველო, მოლდოვასთან ერთად, აპირებს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას (მასშტაბურ სავაჭრო-პოლიტიკურ გარიგებას), რასაც უკრაინისა და სომხეთისგან ელოდნენ ამ წლის დასაწყისში. ნაწილობრივ რუსული ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით, ევროკავშირის და საქართველოს ლიდერებმა დააჩქარეს წინასწარ გაწერილი გრაფიკი და ახლა შეთანხმების ხელმოწერას აგვისტოში გეგმავენ.


საქართველოს ევროპული არჩევანი და საქართველოს ევროინტეგრაცია, შეუქცევადი პროცესია", განაცხადა ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, ბრიუსელში. ჩვენ ვფიქრობთ ასოცირების შეთანხმების არა მხოლოდ ხელმოწერაზე, არამედ ჩვენი საბოლოო მიზანი ევროპის წევრობაა".


უკრაინა და სომხეთი ანალოგიურ პირობას დებდნენ, ვიდრე რუსეთის მხრიდან ზეწოლამ კურსის შეცვლა არ აიძულათ. ზოგიერთებს ევროკავშირში ეშინიათ, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიური თამაშების (6-23 თებერვალი) დასრულების შემდეგ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, რადგან ამ დროს რუსეთი ნაკლებად იზრუნებს თავის საერთაშორისო იმიჯზე.


საქართველოს ეკონომიკური დახმარების მიზნით, ევროკავშირის ლიდერები ივნისში ბრიუსელში საინვესტიციო კოფერენციას მოიწვევენ, რომლის მიზანია წაახალისონ ბიზნესწრეები და უბიძგონ მათ, მეტი ფული ჩადონ ამ ქვეყანაში. თავად საქართველომ ინვესტიციების მოსაზიდად ორი ფონდი შექმნა.


გარდა ამისა, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთს გავლენის ცოტა ბერკეტი აქვს მისი ქვეყნის წინააღმდეგ, თუნდაც იმ სავაჭრო ბერკეტებთან შედარებით, რომელიც მას უკრაინაზე გავლენისათვის გააჩნია. 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მას დღემდე ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონები, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო ემბარგო ახლახან შეამსუბუქა.


ამის მეტი მოსკოვს ცოტა რამ თუ შეუძლია გააკეთოს, ამბობს ღარიბაშვილი. რუსეთს არა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა საქართველოზე", - ამტკიცებს იგი.


ბოლო თვეებში ევროპისა და საქართველოსათვის ფსონები გაიზარდა. გასულ ზაფხულში, ევროკავშირი იმედოვნებდა, რომ ბლოკთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიზნით, შეთანხმებებს ხელს მისი ოთხი აღმოსავლელი მეზობელი მოაწერდა. მაგრამ სექტემბერში სომხეთმა და ნოემბერში უკრაინამ გამოაცხადეს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ისინი დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, რითაც საბოლოოდ დარტმა მიაყენეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის" სტრატეგიას.


უკრაინის მერყევი პოზიცია ცხადყოფს ნაციონალური გადაწყვეტილებების სენსიტიურობას ისეთ თემაზე, როგორიცაა არჩევანი ევროკავშირის თუ რუსეთის მოკავშირეობას შორის. საქართველოს და მოლდოვას გადაწყვეტილება დაუხლოვდნენ ევროკავშირს, ბლოკს აძლევს შესაძლებლობას, რომ გააფართოოს თავისი გავლენა და სტანდარტები ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში.


დღემდე, ევროკავშირის ლიდერები ფრთხილად მოქმედებენ და ცდილობენ, თავიდან აიცილონ ისეთი შთაბეჭდილების ჩამოყალიბება, თითქოს ისინი ნაკლებს მოითხოვენ საქართველოსგან მასთან დაახლოების გზაზე. მათ შეაქეს საქართველო ბოლო ორი ნაციონალური არჩევნების ჩატარების გამო და მოუწოდეს ქვეყანას განაგრძოს მუშაობა სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის.


ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუტის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ მოუწოდა ღარიბაშვილს, „მომავალშიც დიდი ყურადღება დაუთმოს პოლიტიკური პლურალიზმის და მედიის თავისუფლების დაცვას".


ევროკავშირის ჩინოვნიკებმა ასევე გააფრთხილეს საქართველო, თავი აარიდოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეების შერჩევით დევნას კორუფციისა და სხვა ბრალდებებების საფუძველზე. ბ-ნმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მის ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ მოქმედებს, მაგრამ წინა ადმინისტრაციის პერიოდის დარღვევები გამოძიებული უნდა იყოს.


31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი შარშან, ნოემბერში გახდა, როდესაც მისმა მენტორმა ბიძინა ივანიშვილმა ეს პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. იმავდროულად, კონსტიტუციური ცვლილებებით პრეზიდენტის ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცა.


ივანიშვილმა თავისი უჩვეულო გადადგომა იმით ახსნა, რომ სურდა გაეთავისუფლებინა ქვეყანა მესიანისტური პოლიტიკისაგან, სადაც ძლიერი ლიდერები დომინირებდნენ. მაგრამ კრიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მის არჩევანს და ეჭვი ეპარებათ, რომ ივანიშვილის მემკვიდრე ახალგაზრდა ღარიბაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრობამდე მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად, ქვეყნის მართვისთვის საკმარისი გამოცდილება გააჩნია.


ბ-ნმა ღარიბაშვილმა ეს კრიტიკა უარყო. სამშაბათს მან თქვა, რომ ადამიანი უნდა ფასდებოდეს არა ასაკით, არამედ საქმით და იმით, თუ როგორ აკეთებს საქმეს და რა შედეგებს აღწევს", „ამიტომ, განვსაჯოთ ადამიანი მისი საქმეების, მისი ქმედებების მიხედვით", - თქვა მან.


ღარიბაშვილმა უარყო ისიც, თითქოს ივანიშვილმა ძალაუფლება დაიტოვა და სიტუაციას კულისებიდან მართავს. ამ ქვეყანას ვმართავ მე", თქვა მან. თუკი მკითხავთ, ვიღებ თუ არა რჩევას მისგან - დიახ, ვიღებ. როდესაც რჩევა მჭირდება, მე შემიძლია მას ამისთვის მივმართო. მაგრამ ეს არის რჩევა, რომელიც მე იმავე წარმატებით შემიძლია მივიღო სხვა ექსპერტებისაგან, სხვა მრჩევლებისგან", - წერს ჟურნალისტი.




(მოამზადა თამარ ბატიაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016