reportiori.ge - საქართველოს პატრიარქი: ხშირია, როდესაც ადამიანი სჩადის ცოდვას და ვერ გრძნობს (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:58
რელიგია
საქართველოს პატრიარქი: ხშირია, როდესაც ადამიანი სჩადის ცოდვას და ვერ გრძნობს (ვიდეო)
09 თებერვალი, 2014. 16:24

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე თავმდაბლობის მნიშვნელობაზე საუბრ.  როგორც უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, ხშირია, როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის, მაგრამ ამას ვერ გრძნობს. პატრიარქის თქმით, საკუთარი ცოდვების განცდა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ.

ხშირია, როდესაც ადამიანი სჩადის ცოდვას და ვერ გრძნობს, რომ ეს ცოდვაა. ლოცვაში წერიაუფალო მოგვანიჭე განცდაი თვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ეს არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. ღმერთმა მოგვანიჭოს განცდაი თვისა ცოდვათა. მადლით აავსოს თქვენი გული, სული და ხორცი, ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა,ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა მადლობა უნდა შესწირონ უფალს ყველაფრისთვის, რაც მათ აქვთ. ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის, იმ სიხარულის, მწუხარების თუ განსაცდელისთვის, რასაც გვიგზავნის. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი განსაცდელს გვაძლევს, რათა სულიერად გავძლიერდეთ, — ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა აღნიშნა, რომ მომავალ შაბათს მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ჩაატარებს, პარასკევს საღამოს კი ასევე სამებაში ლოცვა 17:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016