reportiori.ge - ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებზე თბილისში საერთაშორისო სემინარი იმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:41
ეკონომიკა
ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებზე თბილისში საერთაშორისო სემინარი იმართება
10 თებერვალი, 2014. 11:10

სექტორის აღრიცხვისა და ანგარიშგების თემაზე საერთაშორისო სემინარი იმართება. ღონისძიება  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისი მასპინძლობს Pempal-ის კონფერენციას, რომელიც საჯარო ფინანსების მართვის სფეროში სამი მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, ბიუჯეტის, ხაზინის და ბუღალტრული აუდიტის, ასევე შიდა აუდიტის მიმართულებით.


საერთაშორისო კონფერენცია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს ეძღვნება. ჩვენ გავუზიარებთ გამოცდილებას და იმედია, მივიღებთ საინტერესო შენიშვნებს, რაც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფას", - განაცხადა ხადურმა.


კონფერენციაზე საქართველოს მხარეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური წარმოადგენს. ღონისძიებაში ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელები და საფინანსო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.


კონფერენციის ხარჯები Pempal-ის პროგრამის ბიუჯეტიდან იფარება. საქართველოს სახელმწიფო ხაზინისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რესტორან "ფუნიკულიორში" სტუმრებისთვის ოფიციალური სადილი გაიმართება, ასევე ყველა სტუმარს სახელმწიფო ხაზინისგან საჩუქრად გადაეცემა ერთი ბოთლი "საფერავი".

 


პროგრამა Pempal- მსოფლიო ბანკმა 2005 წელს დააფუძნა და მისი მიზანია სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში დასაქმებულ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამა ცენტრალური აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 21 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016