reportiori.ge - ზემფირას პროტესტს კონსტანტინ ერნსტი ყურადღების მიქცევის მცდელობად აფასებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:53
ყვითელი
ზემფირას პროტესტს კონსტანტინ ერნსტი ყურადღების მიქცევის მცდელობად აფასებს
ავტორი:
10 თებერვალი, 2014. 11:54

ცნობილი რუსი მომღერლის ზემფირას პროტესტს, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მისი სიმღერის არაკანონიერად გაჟღერების გამო, მოსკოვის „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი გამოეხმაურა. Mn.ru-ს ინფორმაციით, როგორ მან რადიო „Эхо Москвы“-ს ეთერში განაცხადა, დიდი სიამოვნებით შეხვდება მომღერალს სასამართლოში.

 

„ზემფირას იმ დროიდან ვიცნობ, როცა ის საერთოდ არ იყო ცნობილი. მის პოპულარობაში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის. ზემფირამ თვითონ დაარღვია დაახლოებით 5-6 წლის წინ კონტრაქტი ჩემ კომპანიასთან. როცა „REAL Records“-დან ვურეკავდით, ტელეფონს არ იღებდა. თავისი სურვილით გაწყვიტა კონტრაქტი, თუმცა მაშინ მე სასამართლოში მისთვის არ მიჩივლია“, - აცხადებს ის.

 

როგორც ერნსტი აღნიშნავს, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ფონზე ზემფირას ყურადღების მიქცევა უნდა თავისი  საქციელით.

 

შეგახსენებთ, მომღერალმა პარასკევს, „სოჭი 2014“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ოფიციალურ გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც ის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ორგანიზატორ მოსკოვის „პირველ არხს“ მისი სიმღერის უკანონოდ გამოყენებაში დაადანაშაულა. როგორც მომღერალი წერდა, მისი სიმღერის „Хочешь?“ გამოყენება საავტორო უფლებების დარღვევაა.

 

„გახსნა არაჩვეულებრივი იყო! გილოცავ, კოსტა! მაგრამ ეს რა ნაგვობაა! თქვენ ყველაფერს აკეთებთ რაც გინდათ?!“, -წერდა მომღერალი.

 

ამ დროისთვის აღნიშნული ტექსტი უკვე წაშლილია, მის ადგილას კი დევს კლიპი სახელწოდებით „Жить в твоей голове“.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016