reportiori.ge - ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:53
სპორტი
ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს
ავტორი:
04 აგვისტო, 2013. 12:20

"მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა ორ წონით კატეგორიაში იბრძოლეს და ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 
100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ზვიად ჩინჩალაძე გახდა, რომელიც ფინალში ყაზახ სპორტსმენს შეხვდა. 
დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლო და პირველი ოქროს მედალიც მოიპოვა.
უშანგი კუზანაშვილმა კი ვერცხლის მედალი 66 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. იგი ფინალში შვეიცარიელ ძიუდოისტს შეხვდა და მეორე ადგილზე გავიდა.
ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს. წელს პირველად ოლიმპიადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი სპორტის შვიდ სახეობაში მონაწილეობს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016