reportiori.ge - აქვს თუ არა კავშირი „Anonymous“-ს ილუმინატებთან და ვინ არიან ისინი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:02
სხვადასხვა
აქვს თუ არა კავშირი „Anonymous“-ს ილუმინატებთან და ვინ არიან ისინი
ავტორი:
11 თებერვალი, 2014. 15:04

„Anonymous", როგორც თავად დაჯგუფების წევრები აცხადებენ, არის თავისუფალი, არაცენტრალიზებული ორგანიზაცია, რომელიც ერთი იდეის ქვეშ აერთიანებს აქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.


დაჯგუფება 2003 წელს შექიმნა და მისი შემქმნელების თქმით, „Anonymous" არაა ჰაკერული დაჯგუფება.

 

„თუ თქვენ იზიარებთ ანონიმოუსის იდეებს, შეგიძლიათ დაუძახოთ თქვენს თავს ანონიმი, იმიტომ რომ თქვენ ანონიმი ხართ!", - ამბობენ ისინი თავიანთ მიმართვებში, რომლებსაც ვიდეო ჩანაწერების სახით ავრცელებენ ინტერნეტში. ანონიმების სავიზიტო ბარათად კი იქცა ნიღაბი ფილმიდან და ნოველიდან V for Vendetta".


2008 წელს „Scientology"-ს ვებ-გვერდის გათიშვის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ანონიმები სრულად იღებენ პასუხისმგებლობას საიტის გათიშვაზე (ვიდეოში რობოტის ხმით ლაპარაკობს ერთ-ერთი ანონიმი). რამდენიმე რელიგიური და მსხვილი კორპორატიული საიტისა, თუ სერვერის გატეხვის შემდეგ ანონიმების სამიზნე გახდა ისეთი ქვეყნების სამთავრობო ვებ-გვერდები და სერვერები, როგორიცაა აშშ, ისრაელი, ტუნისი, უგანდა, თურქეთი და სხვა. ანონიმებმა ასევე გაილაშქრეს ბავშვთა პორნოგრაფიის, საავტორო უფლებების დაცვის უწყებებს შორის, კორპორაციების, როგორიცაა „PayPal", „MasterCard", ვიზა, და „Sony", წინააღმდეგ. „Anonymous"-ს საჯაროდ დაუჭირა მხარი „LulzSec"-მა და „AntiSec"-მა (ჰაკერულმა დაჯგუფებებმა) და ამის შემდეგ გაერთიანებული ძალებით დაესხნენ თავს აშშ სამთავრობო სააგენტოებს, მედიას, ვიდეო თამაშის კომპანიებს, სამხედრო კონტრაქტორებს, სამხედრო პერსონალის დახურული ინფორმაციის შემცველ სერვერებს.


2013 წელს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ანონიმებს მასონებმა შესთავაზეს თანამშრომლობა, რაზეც მათგად მხოლოდ დამამცირებელი პასუხი მიიღეს. ამ ინფორმაციის საპასუხოდ მალევე გავრცელდა ანონიმების პასუხი, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ წინადადებაზე დათანხმება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა „Anonymous"-ის იდეებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მთელ დაჯგუფებას.

 

„ჩვენ ანონიმები ვართ ის ადამიანები, რომელბმაც ინტერნეტში ვიპოვეთ საშუალება გავაკეთოთ ის, რაც გვინდა. ამის შესაძლებლობა კი ჩვენ არასდროს გვქონია ჩვეულებრივ საზოგადოებაში. აკეთეთ ის, რაც გინდათ, სულ ესაა!", - ვკითხულობთ განცხადებაში.



მას შემდეგ, რაც მათ რამდენჯერმე გააკეთეს ის, რაც სურდათ, 2009 წლიდან რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს „Anonymous"-თან ერთად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით. ანონიმები დაიჭირეს შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, ესპანეთი და თურქეთი. ანონიმებმა უპასუხოდ არ დატოვეს ეს ქმდებები და სათითაოდ ჩაატარეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში ოპერაცია „takedown", რაც ამ ქვეყნების სამთავრობო საიტების განადგურებას ითვალისწინებდა.


2011 წლის ივლისში „LulzSec"-ის წევრი „Topiary"-იც დაპატიმრეს, რაც დაჯგუფებისთვის მძიმე დარტყმა იყო, თუმცა „Anonymous"-მა მაინც მოახერხა ახალი წევრების შეძენა და გაძლიერება. დღეს უკვე თამამად ასახელებენ თავიანთ ქვეყნებს და მეტსახელებს, რომლითაც ერთმანეთს იცნობენ. თამამად ასახელებენ ვებ-სერვერს, სადაც ისინი საუბრობენ და გეგმავენ შემდეგ ოპერაციებს.


აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყნის მთავრობამ წინასწარ იცოდა დაგეგმილი თავდასხმის შესახებ, მაინც ვერ შეძლეს მათი თავიდან აცილება.

 

ცნობილი ანონიმები არიან: Dr.dre (Br), Wasp (UK) , 0x3a (US) , Griffin0x (GE) , D0x (UK) , PUT8 (RU) , H4X (WS). სახელები ამოკრეფილია გატეხილ გვერდებსა და სერვერებზე წაწერილი ტექსტებიდან და დადასტურებულია თავად ზემოთჩამოთვლილი პირებისგან. 13 ივნისს 2011 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქეთში დააკავეს 32 პირი, თურქეთის მთავრობის საიტებზე „DDoS" თავდასხმების გამო.


 

 

(მოამზადა ლილუ  მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016