reportiori.ge - პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღება ორგანიზმისთვის საზიანოა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:29
სხვადასხვა
პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღება ორგანიზმისთვის საზიანოა
ავტორი:
12 თებერვალი, 2014. 13:22



ციტრუსები
მაღალი მჟავიანობის გამო, მშიერ კუჭზე ციტრუსის მიღებამ შესაძლოა გასტრიტის წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

ბანანი
მასში ბევრი მაგნიუმია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემას გამართულ მუშაობაში ეხმარება. თუმცა, ექიმების თქმით, უზმოზე ბანანის მიღებამ შესაძლოა კალციუმ-მაგნიუმის ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს.

უმი ბოსტნეული
მჟავები, რომელიც უმ ბოსტნეულში შედის კუჭს ზიანს აყენებს, მით უფრო თუ გასტრიტის ან მაღალი მჟავიანობის ნიშნები გვაქვს.

იოგურტი/მაწონი
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიაში ეს პროდუქტიც მოხვდა. საქმე ისაა, რომ დილით ორგანიზმს იოგურტსა და მაწონში შემავალი ბაქტერიები არ სჭირდება, შესაბამისად უზმოზე მისი მირთმევა ვერანაირ სარგებელს ვერ მოგვიტანს.  უმჯობესია, ეს საკვები საუზმიდან 2-3 საათში ან საღამოს მივირთვათ.

ცივი სასმელები
დილით უმჯობესია თბილი სასმელები დავლიოთ, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ეს ბევრად უკეთესია.

ტკბილეული
დილიდანვე ტკბილეულის მიღება სისხლში შაქრის დონეს ამაღლებს. ახალგაღვიძებული ორგანიზმი და შესაბამისად კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინის საჭირო დოზის გამომუშავებას ვერ ასწრებს.

ყავა
მშიერ კუჭზე ყავის დალევა არც ისე კარგი იდეაა. ის კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და  კუჭის წვენის გამოყოფა მატულობს. დროთა განმავლობაში, შესაძლოა ამან გასტრიტი გამოიწვიოს.

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016