reportiori.ge - „რუსთავი 2“-ში სიტუაცია იძაბება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:27
მედია
„რუსთავი 2“-ში სიტუაცია იძაბება
ავტორი:
12 თებერვალი, 2014. 12:06



„რუსთავი 2“-ში სიტუაცია იძაბება“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „ალია“. როგორც გაზეთს კონფიდენციალური წყარო უყვება, ტელეკომპანიაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი ყალიბდება, რომელთაგან ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაშვებული ეკა კვესიტაძის მისვლას ეწინააღმდეგება


თანამშრომლების აზრით, თუ კვესიტაძე რუსთავი 2“-ში დაიწყებს მუშაობას, გამოდის, ამ არხს მთლიანად ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებსო, მაგრამ ვერ ტოვებენ ტელევიზიას ხელფასის ხათრით. მეორე მხარეს არის ნიკა გვარამია, თავისი ხალხით.

 

ამ ეტაპზე კვესიტაძეს სთავაზობენ, დავით კიკალიშვილის გადაცემაპოსტსკრიპტუმშიპოლიტიკურ ბლოკს გაუძღვეს და შემდგომში არ არის გამორიცხული, კიკალიშვილი საერთოდ გაუშვან. სხვათაშორის, კიკალიშვილს არხის დატოვების შანსი რამდენიმეჯერ ჰქონდა და ერთი პერიოდი გადაცემის დახურვის საკითხიც იდგა დღის წერსიგში, მაგრამ სტაჟიანმა ჟურნალისტმა მაინც მოახერხა გამოძრომა. როდესაც ინგა გრიგოლიატვ 3“-დანიმედშიგადავიდა, თავისი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის წაყვანაც უნდოდა, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა თავის გაიგიჟა, ეგ ცანცარანაციონალითვალით არ დაგვანახოთო. ახლა მელაძესრუსთავი-2“-ზე მოუწევს პროდიუსერობა. სწორედ ამიტომაა, რომ კვესიტაძე-მელაძისა და შემდგომში, შესაძლოა, დავით პაიჭაძის მოსვლა ამ არხზე თანამშრომლების ერთი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. საზოგადოებაში ჩნდება მოსაზრებები, რომრუსთავი 2“ უკვე ძალიან დიდი საშიშროებას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის ხელში და არ არის გამორიცხული, მალე ის ყოფილ მფლობელებს დაუბრუნდეთ. ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრები პარლამენტის კულუარებში უკვე მიდის, - წერს ალია“.

 

წყაროსვე ცნობით, საააკაშვილი მოთმინებით ელოდება როგორ განვითარდება მოვლენები ადგილობრივი თვითმმართვლეობის არჩევნებში. თუ ნაცმოძრაობამრესპუბლიკელებთან გარიგებით ხმების მნიშვნელოვანი ნაწილის აღება შეძლო და თბილისის საკრებულოშიც გაიყვანა თავისი ხალხი, მაშინ უფრო გაუიოლდება პროვოკაციების მოწყობა, თუ არა და მაინც აპირებს რევანშის აღებას. აი, სწორედ ამ რევანშისთვის სჭირდება სააკაშვილს რუსთავი 2, ხოლო შემდეგ სხვა არხების მოსყიდვა.

 

 

წყარო: გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016