reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილმა ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავები გვირგვინით შეამკო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:01
სხვადასხვა
გიორგი მარგველაშვილმა ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავები გვირგვინით შეამკო
12 თებერვალი, 2014. 19:04



აზერბაიჯანის პრემიერ-   მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა თანმხლები დელეგაციის წევრებთან ერთად, რომელთა შორის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ,  მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქტაი ასადოვთან გამართა შეხვედრა.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და პარლამენტის როლის წინა პლანზე წამოწევის საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა ისიც, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დეპუტატების მეგობრულ ჯგუფებს შორის აუცილებელია ურთიერთობის გაღრმავება.

 

 

ოქტაი ასადოვმა გიორგი მარგველაშვილს აზერბაიჯანის პარლამენტის შენობა დაათვალიერებინა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველმა პირმა მილი მეჯლისის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

 

აზერბაიჯანის პარლამენტში მისვლამდე საქართველოს

პრეზიდენტმა საპატიო დაკრძალვათა“ ხეივანში აზერბაიჯანელი ხალხის საერთო  ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო

 

 

გიორგი მარგველაშვილი შეჰიდების ხეივანშიც“ იმყოფებოდა, სადაც ასევე გვირვინით შეამკო მარადიული ცეცხლის“ მემორიალი. 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016