„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სესხების საპროცენტო განაკვეთები არანაირ, თუნდაც უმნიშვნელო გავლენას არ მოახდენს", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის თაობაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გამოიწვევდა თუ არა სესხების საპროცეტო განაკვეთების ზრდას და აისახებოდა თუ არა კიდევ სხვა პროცესებზე, ნოდარ ხადური შემდეგნაირად პასუხობს: „ეროვნული ბანკის ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი მონეტარულ პოლიტიკაზე. შესაბამისად, ანალიზის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება და მხოლოდ 0,25 პროცენტით არის გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი. მე ვფიქრობ, ამან არანაირი სერიოზული ან თუნდაც უმნიშვნელო ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს იმ პროცესებზე, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ", - განაცხადა ხადურმა.