ფერს ადამიანის აზროვნებასა და შრომისუნარიანობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, სასურველია კაბინეტის ინტერიერში ან საოფისო ტანსაცმელში ფიგურირებდეს ისეთი ფერი, რომელიც თქვენს პროფესიას შეესაბამება.
მწვანე დადებითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომელთა სამუშაოც დიდ ყურადღებას, გამოთვლას გულისხმობს და ფულთან არის დაკავშირებული.
წითელი ეხმარება იმ მუშაკებს, რომლებსაც ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.
ცისფერი შემოქმედებითი ფერია. ის უნდა აირჩიონ ადამიანებმა, რომელთა სამუშაოც ჟურნალისტიკასთანაა დაკავშირებული, ასევე, მწერლობასთან, მუსიკასა და არქიტექტურასთან.
ნარინჯისფერი ყველაზე მეტად მოწაფეებსა და სტაჟიორებს უხდებათ. ის ინფორმაციის უკეთ ათვისებასა და სიზარმაცის დაძლევაში დაგეხმარებათ.
ლურჯი ინტუიციას ავითარებს, ამიტომაც კარგია ხელმძღვანელებისა და ექიმებისთვის.
ყვითელი ადუნებს და ძილიანობას ჰგვრის ადამიანს. ამიტომაც არ შეეფერება სერიოზულ სამუშაოს.
ყავისფერი ყურადღებას ფანტავს.
იისფერი კი ემოციური და ნერვული მუშაკებისთვის რეკომენდებული არ არის.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)