reportiori.ge - წყალგაუმტარი ადამიანები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:39
სხვადასხვა
წყალგაუმტარი ადამიანები
ავტორი:
16 თებერვალი, 2014. 13:29

სამხრეთ ამერიკაში, მდინარე ამაზონის აუზში, ცხოვრობს ტაკეირას ინდიელთა ტომი. ნებისმიერ მათგანს ტონა წყალიც რომ დაასხა, კანი და თმები აბსოლუტურად მშრალი ექნება.


    სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ცივილიზაციისგან მოშორებით მცხოვრებ ამ ადამიანებს, კანზე სპეციალური საფარი გაუჩნდათ, რომელიც საშუალებას აძლევთ წვიმიან სეზონს გაუძლონ.


-         ამ ადამიანებს შეუძლიათ თავსხმა წვიმაში იდგნენ და არ დასველდნენ- ამბობს ფრანგი ექიმი ჟაკ ტოლბორნი- წყალი ისე ჩამოსდინდებათ , თითქოს მათი კანი ცხიმის სქელი ფენით იყოს დაფარული. სფიქრობ, ასეული წლებით წვიმიან ჰავაში ცხოვრების მანძილზე, მომეტებულ ტენიანობაზე იმუნიტეტი გამოიმუშავეს.


ტაკეირას ტომი პირველად 1988 წელს აღმოაჩინეს. ჟაკ ტოლბორნი კანოეთი მდინარე ხურუას რაიონს იკვლევდა. სამდღიანი გადაუღებელი წვიმის გამო, იძულებული გახდა , ინდიელთა ერთერთ სოფელში შეჩერებულიყო. სწორედ მაშინ მიაქცია ყურადღება, რომ მიუხედავად თავსხმისა, ადამიანები ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ: თევზაობდნენ, ნადირობდნენ და ამასთან სრულიად მშრალები რჩებოდნენ. ექიმმა ინდიელთა კანის ნიმუშები აიღო შესასწავლად.


-         მოვა დრო, და  შევძლებთ ჩვენი კანი, ქოლგები და ლაბადები ისე დავამუშაოთ, რომ წვიმის აღარ შეგვეშინდეს- განაცხადა მეცნიერმა.


 

(მოამზადა თამაზ ჩიქვანაია)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016