ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში მეუფე იაკობმა განაცხადა. მისი თქმით, საფლავის გახსნა დაგეგმილია მომავალი კვირის ბოლოს, სავარაუდოდ კი - შაბათს. მეუფე იაკობის განცხადებით, ყევლა იმ ადამიანს, ვისაც უნდა მიახლოება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან, შეეძლება მივიდეს და მიიღოს ლოცვა-კურთხევა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ამიტომ სახელმწიფო დაეხმარება მათ და იმის გამო, რომ მლოცველებს ხელი არ შეეშალოთ, გარკვეული ტერიტორია გადაკეტილი იქნება და მლოცველებს ფეხით მისვლა მოუწევთ.
„ვისაც უნდა კურთხევის მიღება, ალბათ კეთილი უნდა ინებოს და ცოტა ფეხითაც გაიაროს. თქვენ იცით, როგორ ცხოვრობდა მამა გაბრიელი. უმეტესობას სულელი და გიჟი ეგონა და ხალხისგან შერისხული უფალმა როგორ განადიდა, კარგად ხედავთ, ამიტომ ბევრი რამ ადამიანისთვის ყოველთვის დაფარულია. პირდაპირ არ ჩანს ხოლმე ვინ ვინ არის", - განაცხადა მეუფე იაკობმა.