ჟურნალი „რეიტინგი" აქვეყნებს იმ ადამიანთა სიას, ვინც სქესობრივი კავშირის დამყარებისას გარდაიცვალა. გთავაზობთ ფაქტებს:
2001 წელს ამერიკელი ტურისტი რობერტ ჟილი ფილიპინების ერთ-ერთ სასტუმროში 21 წლის გოგონას პორნოგრაფიული ფოტოების თვალიერებისას გარდაიცვალა. 53 წლის კაცს გულის შეტევა დაემართა.
სანდრა ორელანა სასტუმროს მერვე სართულზე მდებარე აივნიდან იმ დროს გადმოვარდა, როცა თავის ბოსთან სქესობრივი კავშირით იყო დაკავებული.
1999 წელს რუმინული ფეხბურთის ვარსკვლავი მარიო ბუჟენაუ და მისი მეგობარი გოგონა ფეხბურთელის „მერსედესში" სქესობრივი კავშირის დამყარებისას მანქანის ძრავიდან გამონაბოლქვი აირისგან მოიწამლნენ და ადგილზე გარდაიცვალნენ.
პენსილვანიელი ცოლ-ქმარი ტობი და კრისტენ ტეილორები რეგულარულად ატარებდნენ ექსპერიმენტებს სქესობრივი კავშირის დროს. ინტიმის დროს ელექტროშოკერებსა და სხვა ელექტრომოწყობილობებსაც იყენებდნენ. თუმცა 2008 წლის იანვარში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს - ქმარს ცოლი შემოაკვდა, ჩვეულებრივი ფენის მოშიშვლებული ელექტროსადენით ექსპერიმენტირებისას.
34 წლის იაპონელები სასი და ტომიო ხიკადები ათი წელი ელოდნენ ქორწინებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში უბიწობას იცავდნენ. როცა პირველი საქორწინო ღამის დრო დადგა, ვერც ერთი ახალშეუღლებულის გულმა ვერ გაუძლო ამხელა ვნებას.
22 წლის როზა ველასთვის მისი ქმრის შუასაუკუნეობრივი ჩანაფიქრი საბედისწერო აღმოჩნდა. ქმარი მივლინებით გაუშვეს და სანამ გაემგზავრებოდა, თავის საყვარელ ცოლს „უმანკოების ქამარი" გაუკეთა. თუმცა საკეტი, რომლითაც ცოლის ერთგულება ჩარაზა, ჟანგიანი აღმოჩნდა. როზას კანი გაუჩხაპნა ჟანგიანმა რკინამ, ინფექცია შეეჭრა და გარდაიცვალა.
2002 წელს ვინმე აგიბის ხუნგაომ ფილიპინებში, მანილას ერთ-ერთ სასტუმროში ოდნავ უჩვეულო ორგია მოაწყო. მასში მისი ცოლი და საყვარელი მონაწილეობდნენ. აგიბის გულმა ამხელა ვნებას ვერ გაუძლო და შეტევა დაემართა. როგორც ექიმებმა დაადგინეს, გულის შეტევის მიზეზი ვიაგრის გადაჭარბებული დოზა იყო.
ცირკში ცხოველების მომთვინიერებელმა ჰანიბალ კანტორიმ 1993 წელს თავისი ცოლი დაახრჩო, მერე კი თავიც მოიკლა. ბუქარესტის პოლიციის მონაცემებით, სადაც მოხდა ეს ტრაგედია, სიკვდილის წინ არტისტს წერილი დაუწერია. თურმე, მან ვერ გადაიტანა ის საზარელი სანახაობა, რომელსაც ერთხელ შეესწრო - ცოლს თავის ცხენთან შეუსწრო.
38 წლის საიმონ ბერლიმ გადაწყვიტა, ჩამოხრჩობის ინსცენირება გაეკეთებინა: თვითონ სკამზე დადგა, როგორც „სიკვდილმისჯილი", მისი მეგობარი გოგონა ელიზაბეტ ჰელამი კი ნაცისტი ჯალათის როლს ასრულებდა. საწყალ საიმონს რომ სცოდნოდა, რით დასრულდებოდა ეს ამბავი, გოგონას ნამდვილ, ბასრ დანას დააჭერინებდა ხელში და არა ძველსა და ბლაგვს, რომლითაც ვერ მოახერხა დროულად თოკის გადაჭრა და საიმონი დაიხრჩო.
სან-ფრანცისკოში მდებარე ბარი „კონდორი" არა მხოლოდ პირველი ბარია აშშ-ში, რომელშიც ოფიციალურად ნებადართული გახდა სტრიპტიზი, არამედ სახელი გაითქვა ერთ-ერთი ყველაზე უაზრო, სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი ტრაგედიითაც. ინციდენტი 1983 წლის ნოემბერში მოხდა. ბარის ერთ-ერთი მთავარი ნომერი იყო ჭერიდან დიდი საცეკვაო დარბაზის ცენტრში ჩამოშვებული თეთრი როიალი, რომელზეც ნახევრად შიშველი გოგონები ცეკვავდნენ. იმ საბედისწერო ღამეს, როგორც კი დაწესებულება დაიკეტა, მცველმა ჯიმი და სტრიპტიზის მოცეკვავე ტერეზა როიალის თავსახურზე განმარტოვდნენ, მაგრამ შემთხვევით აამოქმედეს ჰიდრავლიკური მექანიზმი, რომელმაც სწრაფად დაიწყო მუსიკალური ინსტრუმენტის ჭერისკენ აწევა. შედეგად, ფეროცო ჭერზე მიეჭყლიტა და ადგილზე გარდაიცვალა, მისმა პარტნიორმა კი, რომელიც მამაკაცის სხეულის ქვეშ აღმოჩნდა, დამტვრეული შიგნეულობებით სულ რამდენიმე საათს იცოცხლა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)