reportiori.ge - ჟანა ფრისკეს მეუღლემ სამსახურს თავი დაანება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:46
ყვითელი
ჟანა ფრისკეს მეუღლემ სამსახურს თავი დაანება
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 11:17



ტელეწამყვანმა დიმიტრი შეპელიევმა, რომელიც მომღერალ ჟანა ფრისკეს მეუღლეა, სამსახურს თავი დაანება. მიზეზი კი ისაა, რომ მას სურს, მთელი თავისი დრო ფრისკეს მოსავლელად გამოიყენოს.  

 

შეპელიევი არათუ ახალ კონტაქტებზე ამბობს უარს, არამედ რამდენიმე ადრე დადებული ხელშეკრულებაც გააუქმა. წამყვანმა უკრაინული არხი ინტერიც დატოვა.

 

შეგახსენებთ, მომღერალ ჟანა ფრისკეს სიმსივნე აქვს. ამის შესახებ მის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ფრისკეს მეუღლის, შოუმენ დიმიტრი შეპელოვის განცხადებაშია ნათქვამი. ზუსტად რა დაავადებაზეა საუბარი, პუბლიკაციაში ნათქვამი არაა. მედიის ცნობით, ფრისკეს ტვინის აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნე აქვს.

 

მომღერალი 15 იანვარს სამკურნალოდ გერმანიაში გადააფრინეს. ის შერემეტიევოს აეროპორტის სამედიცინო პუნქტში შენიშნეს. ერთ-ერთ რუსულ პორტალს თვითმხილველმა მიაწოდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მომღერალი საკუთარ თავს არ ჰგავს. ფრისკეს თან ახლდა მისი მეუღლე, დიმიტრი შეპელოვი. მომღერლის გარემოცვის ინფორმაციით, ჟანა ფრისკე გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. აქ მსოფლიოს წამყვანი ექიმი-ონკოლოგები მუშაობენ.

 

გასული წლის აპრილში რუსული შოუ-ბიზნესის სექს-სიმბოლომ მაიამიში იმშობიარა და ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც ჟანა საზოგადოების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ზაფხულში ვარსკვლავის სცენაზე დაბრუნება იურმალას კონკურსის, ახალი ტალღის ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მომღერალმა სცენაზე გამოსვლა ვერ შეძლო.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016