reportiori.ge - ფენომენი ინდოეთიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:53
სხვადასხვა
ფენომენი ინდოეთიდან
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 13:36



1928 წელს ინდოეთში დაიბადა უნიკალური ადამიანი, რომელმაც თავისი უცნაური ცხოვრების წესით მთელი მსოფლიო გააკვირვა. მისი სახელი უკვე მთელმა სამეცნიერო სამყარომ იცის – პრახლად ჯანი. რვა წლამდე ბიჭი ცხოვრობდა და ვითარდებოდა, როგორც ყველა ინდოელი ბავშვი. მაგრამ რვა წლის ასაკში მის ორგანიზმში რაღაც უცნაური მოხდა, რისი ახსნაც მშობლებმა ვერაფრით შეძლეს. ბავშვმა შეწყვიტა წყლისა და საჭმლის მიღება, ამასთან ენერგიით იყო აღსავსე და ნორმალურადაც ვითარდებოდა. ექიმებს გაუჩნდათ კითხვა: სად გაქრა ყველაფერი ორგანიზმიდან? როგორ შეიძლება ადამიანმა წყალი არ დალიოს, როცა ცნობილია, რომ ორგანიზმის 80 % წლისგან შედგება? ხოლო სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას საჭმელი იძლევა? როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი თავს წყლისა და საკვების გარეშე? პასუხი ერთია: გარკვეული დროის შემდეგ შიმშილისა და ორგანიზმის სითხისგან დაცლით უნდა დაიღუპოს.

 

 

მსგავსი მოვლენის არსებობა მედიკოსებმა ვერ დაუშვეს, პრახლად ჯანი მოათავსეს კლინიკაში და მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდნენ. მედპერსონალს შეუერთდნენ მეცნიერები და მკვლევარები, რომლებიც უჩვეულო და გაუგებარ მოვლენებს სწავლობდნენ. პალატაში დაამონტაჟეს ვიდეოკამერები და მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდნენ.

 

 

პირველად ქალაქ აჰმედაბადის კლინიკაში გამოიკვლიეს. საოცარ ფენომენს ასამდე ადამიანი აკვირდებოდა. ყველაფერი რომ გამოერიცხათ, ექსპერიმენტის მ სვლელობისას აბაზანაში შესვლა და შხაპის მიღებაც აუკრძალეს.

ათდღიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ პაციენტს ბუნებრივი მოთხოვნილება არ დაუკმაყოფილებია. მისი შარდის ბუშტი ნორმალურად ფუნქციონირებდა, პერიოდულად შარდით ივსებოდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ყველასთვის გაუგებრად ისევ იცლებოდა, ანუ ბუშტის კედლები შარდს იწოვდნენ და ისევ ორგანიზმში აბრუნებდნენ. პაციენტი გაუშვეს ისე, რომ ვერაფერი გაიგეს, თუმცა დაადასტურეს, რომ ათი დღის მანძილზე არაფერი უჭამია და წვეთი წყალიც კი არ დაულევია. ანალიზები ნორმალური ჰქონდა, თავს დიდებულად გრძნობდა, ისეთივე ენერგიული და მხიარული იყო, როგორც კლინიკაში მისვლამდე.

 

 

მეორედ მისით ინდოეთის თავდაცვის ინსტიტუტის ფიზიოლოგები დაინტერესდნენ. 2010 წელს ისევ კლინიკაში მოათავსეს, ისევ ბევრი თავი იტეხეს, მაგრამ მაინც  ვერაფერი გაიგეს.

 

 

ამჟამად პრახლად ჯანი 82 წლისაა, ცხოვრობს გამოქვაბულში, ინდური ქალღმერთის, ამბა-მატას ტაძრის გვერდით. აგერ უკვე 70 წელია  არაფერს ჭამს და სვამს. თავად მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ საჭირო ენერგიას ღვთიური ელექსირიდან იღებს, რომელსაც ზეციდან პირში უდებენ. მეცნიერება ამ ეტაპზე უძლურია რაიმე კომენტარი გააკეთოს.

 

 

 

(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016