reportiori.ge - ეკონომიკის სამინისტროში საპენსიო ოფისი იქმნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:53
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში საპენსიო ოფისი იქმნება
17 თებერვალი, 2014. 15:19



საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროში საპენსიო ოფისი იქმნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. საქმე ეხება სტრატეგია საქართველო 2020“-ის პროექტის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმა სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

 

ძალიან რთულია ამ რეფორმის დაწყება, ვინაიდან საპენსიო რეფორმა ზოგადად არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი. ეკონომიკის სამინისტროში იქმნება საპენსიო ოფისი, რომელიც ზუსტ დროში გაწერს ყველა იმ ღონისძიებას, რომელზეც საუბრობდით, მათ შორის დაფინანსების ალტერანტიული წყაროების მოძიებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

ცნობისთვის: სტრატეგია 2020“-ის თანახმად, მთავრობა გეგმავს საპენსიო სისტემის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობების ანალიზი. ამასთან, საშუალო პერიოდში მთავრობა გეგმავს დააკავშიროს საბაზო საპენსიო დახმარების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელთან, რათა პროგრამის ფარგლებში შენარჩუნებული იყოს მსყიდველობითი უნარის არსებული დონე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016