ჟურნალისტმა შიტიკა ანანდიმ ჩამოაყალაიბა რვა პუნქტიანი სია, სადაც დაასახელა ის რვა მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ჟურნალისტის შეყვარება.
ჟურნალისტი თქვენზე იშოვნის ფულს
რა თქმა უნდა, არა პირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ თუ მას მიჰყავს რუბრიკა ურთიერთობები, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მის ტექსტებში ხშირად მთავარი გმირი სწორედ თქვენ იქნებით. თუმცა, ეს იმის მანიშნებელიც იქნება, რომ მისთვის სულერთი არ ხართ.
დედლაინი სექსზე მნიშვნელოვანია
ვიღაც ფულს იხდის სტატიებში, ვიღაც კი არ იხდის სექსში. დაუნდობელი სექსი MS Word-თან და ფრაზების ჩამოწერა – ბევრად მომგებიანია, ვიდრე ატლასის თეთრეულზე გაოფლიანება. და თანაც, ვინმემ ხომ უნდა გადაიხადოს ამ ატლასის თეთრეულში?! ასევე ფრანგული შამპანიური პრეს-კონფერენციაზე – ესაც ხომ არ ჩნდება თავისით?
მას ვერ "გააცურებ"
მან ზუსტად იცის, როცა იტყუებით და როცა გულწრფელი ხართ. ის გაწვრთნილია და ზუსტად გრძნობს ყველა ინტონაციას ინტერვიუს დროს, თუნდაც ის სატელეფონო იყოს, ან ვირტუალური. ასე რომ, ნურც კი იოცნებებთ, რომ თქვენ მიერ ნათქვემი ერთი სიტყვაც კი არ "ჩაიწერება დიქტოფონზე". მეტიც, თუკი ეს საჭირო გახდება, ამ სიტყვებს თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს, თანაც არგუმენტირებულად. და კიდევ – ბევრ ჟურნალისტს უბრალოდ ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს.
ის დაიმახსოვრებს თქვენს სიტყვებს
მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირ ნათქვამს, დაწერილს/მიწერილს თუ ტელეფონით ნათქვამს. ჟურნალისტებს არასოდეს ავიწყდებათ სიტყები. და როცა საჭირო გახდება, აუცილებლად შეგახსენებთ მათ. ის დაპროგრამებულია, რომ ყველა მოვლენა და სიტყვა დაიმახსოვროს. ასე რომ, ყურადღებით იყავით მასთან საუბრისას. და არ დაგავიწყდეთ, რაც უთხარით, თორემ სიტყვების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციაც მათი პროფესიული უნარია.
ის – გრამ-ნაცია
ჟურნალისტი ყოველთვის შეასწორებს თქვენს შეცდომებს. ისევ და ისევ. სნობის გამომეტყველებით. ბევრ ჟურნალისტს გამართული მეტყველება სისხლში აქვს გამჯდარი, ასე რომ, მოგიწევთ გამუდმებით აკონტროლოთ თქვენი მეტყველება და წერის დროს – პუნტქუაცია. რადგან ის ჯერ შეცდომას გიპოვით და შემდეგ მიაქცევს ყურადღებას შინაარსს.
ის შეშლილია სოცმედიაზე
ის დღედაღამ Facebook-ში, Twitter-სა და Instagram-ზეა. ეს მისი სამუშაოს ნაწილია. რა თქმა უნდა, იყო "სოცმედიის ექსპერტი", სულაც არ ნიშნავს სულელივით ათვლიერებდე სხვის ფოტოებს (და ტყუილად არ ეკამათოთ მას ამ თემაზე).
ის პრეტენზიულია რესტორნის არჩევისას
ჟურნალისტი ხშირად კამათობს, როცა საქმე კაფესა ან რესტორანში წასვლას ეხება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჟურნალისტი მოგზაურობაზე წერს. მას არ მოეწონება, თუ შაურმის საჭმელად, ან მაკდონალდსში დაპატიჟებთ. თუ პირველი პაემანი ასეთ ადგილებში გაიმართა, მეორე შეგიძლიათ დაივიწყოთ.
მას ყოველთვის სჭირდება დრო საკუთარი თავისთვის
განუწყვეტელი საუბრები სამსახურზე, კოლეგებთან ურთიერთობა, წყაროების მოძიება – ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. ამიტომაც მას ხშირად განმარტოების სურვილი უჩნდება. როცა ჟურნალისტი დიდხნიანი სამუშაო პროცესისგან ბრუნდება, მისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა. ეს არის ის დრო, როცა ჟურნალისტი ძალებს იკრებს ახალი იდეებისთვის და ამ დროს ვერავინ და ვერაფერი შეუცვლის მას.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)