დეივ ფეროუ - ამერიკელი მამაკაცი, რომელმაც 1996 წლის 24 ივნისს, თვალის მხოლოდ ერთი შევლების შემდეგ ბანქოს 52 კარტის თანმიმდევრობა დაასახელა და მხოლოდ 6 შეცდომა დაუშვა. ეს ფაქტი კანადის მსოფლიო რეკორდების მუზეუმში მოხდა.
ლეონიდ ჰერდი - ფეხბურთის ბილეთების გამყიდველია, ამ პოსტზე 12 წლიანი მუშაობის შემდეგ მან ზეპირად იცოდა ყველა მატჩის შედეგი, თამაშის დეტალები და ყოველი გამართული მატჩის შემდეგ მიღებული ფულადი მოგება.
დომინიკ ო ბრაიანი - ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ერთ საათში ნებისმიერი უცხო ენის 300 სიტყვა შეუძლია ისწავლოს, რამდენიმე დღეში კი მას ახალ ენაზე საუბარი შეუძლია. დომინიკი 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ მეხსიერების დარგში. აღსანიშნავია, რომ ასეთი მეხსიერების უნარის გამო დომინიკს მსოფლიოს არცერთ კაზინოში არ აქვს შესვლის უფლება, რადგან მას დასტაში დარჩენილი კარტების გამოთვლა და უზარმაზარი თანხის მოგება შეუძლია.
იან ხრისტიან სმესტი - პოლიტიკური მოღვაწე სამხრეთ აფრიკიდან. ამ ადამიანმა 5 ათასზე მეტი წიგნის შინაარსი დაიმახსოვრა.
ხიდეაკი რომოერი, იაპონელი, რომელმაც „პი"-ს (მათემატიკური მუდმივა, უსასრულო რიცხვი) მძიმეს შემდეგ ზედმიწევნითი სიზუსტით დაიზეპირა 40 ათასი სიმბოლო.
მეხმედ ალი ხალისი - მეღვინე ანკარიდან, რომელმაც 1967 წლის 14 ოქრომბერს, აკადემიკოსების თანდასწრებით ყურანიდან 6666 ლექსი ზეპირად წაიკითხა და ამ ყველაფერს 6 საათი მოანდომა.
ვალერი ლავრუნენკო - მას შეუძლია დაიმახსოვროს რიცხვები, მაგალითად 100 რიცხვი 2,5 წუთში, 200 რიცხვი - 3 წუთში. გარდა ამისა ვალერის შეუძლია ზუსტად აღწეროს იმ ადამიანის გარეგნობა, რომლისგანაც დავალება მიიღო.
გუ იალინი ჩინელი მამაკაცი, რომელსაც ზეპირად ახსოვს 15 ათასი სატელეფონო ნომერი ქალაქ ჰარბინის სატელეფონო წიგნიდან. ანალოგიური მეხსიერება აქვს კუნძულ ტასმანიას მცხოვრებ პაულა პრენტისს, რომელმაც სკოლაში მათემატიკის გამოცდა ვერ ჩააბარა, თუმცა ზეპირად იცის 128603 ადამიანის ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი და მისამართი. კიდევ ერთი საოცრება გახლავთ ის, რომ საკუთარი ტელეფონის ნომერი პაულამ ზეპირად არ იცის.
სამველ გარიბიანმა იცის 1000 სიტყვის მნიშვნელობა მსოფლიოს 10 სხვადასხვა ენაზე
ბარბარა მური - 1988 წლის 25 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე მან 1852 სხვადასხვა სიმღერის ტექსტი იმღერა.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)