reportiori.ge - ირაკლი ბათიაშვილი: „ნაციონალების“ სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილია, მათი ვარაუდით ფარული მოკავშირე „რესპუბლიკელები", ალასანიას გუნდი და გარკვეულწილად, გიორგი მარგველაშვილიც იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:55
მთავარი თემა
ირაკლი ბათიაშვილი: „ნაციონალების“ სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილია, მათი ვარაუდით ფარული მოკავშირე „რესპუბლიკელები", ალასანიას გუნდი და გარკვეულწილად, გიორგი მარგველაშვილიც იქნება!
18 თებერვალი, 2014. 19:50

„ჩემი ინფორმაციებით, უახლოეს პერსპექტივაში საკმაოდ დრამატულად და რთულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში", - ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა. პრესკონფერენციაზე მან ქვეყანაში მოსალოდნელი მოვლენების განვითარების სქემა წარმოადგინა.

 

„ეს მოვლენები განვითარდება ადგილობრივი არჩევნების შემდგომ. სქემა ასახავს იმ გეგმას, რომელიც შემუშავებული აქვს „ნაციონალური მოძრაობის" ელიტას, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. ლაპარაკია, მასირებულ შეტევაზე, რომელიც უნდა დაიწყოს „ნაცმოძრაობის" მხრიდან ახლო მომავალში. მთავარი სამიზნე ამ დარტყმის იქნება ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დასაყრდენი გუნდი მთვარობაში", - განაცხადა ბათიაშვილმა.


მისი განმარტებით, მასირებული შეტევა გამოხატული იქნება პოლიტიკურ დარტყმებში და აისახება განცხადებებში, ინტერვიუებში, გამოსვლებში, ხოლო ამ შეტევის მიზანი იქნება ხელისუფლების დასუსტება, დისკრედიტაცია და დაუძლურება.

 

„ნაციონალების" ვარაუდით, მათი ფარული მოკავშირე ამ საქმეში იქნებიან „რესპუბლიკელები", ალასანიას გუნდი და გარკვეულწილად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. მათი ვარაუდითვე, დროთა განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან მათი შეუთავსებლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", -აღნიშნა ბათიაშვილმა.


ამასთან, ირაკლი ბათიაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა" დასაყრდენ ძალად მოიაზრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეულ კონტიგენტს.

 

„ეს არაა მცირერიცხოვანი კონტიგენტი. შს სამინისტროში არის კონტიგენტი, რომელიც დღესაც მისტირიან ვანო მერაბიშვილს, რომლებიც დღესაც გულის სიღმეში გულშემატკივრობენ „ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ბათიაშვილმა.


რაც შეეხება, ამ გეგმის შედეგს, ბათიაშვილის თქმით, სტრატეგიის მიზანია დესტაბილიზაცია.

 

„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს რწმენა იმისა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, რისთვისაც მათ სჭირდებათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში და ხელისუფლების დასუსტება", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა და დასძინა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

 

ბათიაშვილის თქმით, წარმოდგენილი სქემა კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით აქვს შედგენილი.

 

„მე მაქვს გარკვეული ინფორმაციები, იმის შესახებ, თუ რაზე მსჯელობენ „ნაცმოძრაობის" ელიტარულ გჯუფში. საით უნდა წაიყვანონ და როგორ წარმართონ პროცესები", - დასძინა ირაკლი ბათიაშვილმა.

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016