ალბათ ყველას ჰქონია თმის ცვენასთან დაკავშირებული პრობლემა. გთავაზობთ თმის ნიღაბს, რომელსაც ამოყავს გაცვენილი თმა, აძლიერებს თმის ძირებს და აჩერებს თმის ცვენას 100%-ით.
ნიღბისათვის დაგჭირდებათ:
2 ს/კ მშრალი მდოგვი (მდოგვის პუდრი);
1 კვერცხის გული;
1 ს/კ ზეითუნის ან ქოქოსის ან სუფთა მზესუმზირის ზეთიც გამოდგება;
2 ს/კ წყალი.
მასალას ერთმანეთში ავურევთ, მნიშვნელობა არ აქვს თანმიმდევრობას. კარგად არევის შემთხვევაში ფაფის მსგავსი მასალა გამოვა, რომელიც დაუბანელ, მშრალ თმაზე უნდა წაისვათ.
მასა თმის ძირებში უნდა წაისვათ, შემდეგ პოლიეთილენის პარკით შეიფუთოთ და ერთი საათის განმავლობაში გაიჩეროთ.
თმის ნიღბის წასმა აუციელბელია თავდაპირველად კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში. შესაძლოა, თავის კანი აგეწვათ, მაგრამ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მაინც უნდა ჩამოიბანოთ, რომ ეფექტი მიიღოთ. თუ თმა და კანი მშრალი გაქვთ, შეიძლება უფრო გაგიშროთ ამ ნიღაბმა, ამიტომ თმის ბოლოებზე ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი წაისვით და ამ პრობლემას თავიდან აიცილებთ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)