ბეთანიაში დღეს მამა გაბრიელის მოძღვრის ღირსი მამა გიორგი-იოანე მხეიძის და ღირსი მამა იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნება. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
საზეიმო ლოცვა19 საათზე დაიწყება, ხოლო 24 საათზე საზეიმო წირვა ღამისთევით აღესრულება. რაც შეეხება მამა გაბრიელის საფლავს, მისი გახსნა შაბათს 12 საათზე მოხდება.
მამა გაბრიელის ნეშტს თავდაპირველად სამთავროს ფერისცვალების ტაძარში, საღამოს ექვს საათზე კი სვეტიცხოველში დაასვენებენ.
ტაძარში, სადაც საზეიმო ლოცვა შაბათას 19 საათზე დაიწყება, ხოლო კვირას - 10 საათზე. წმინდა ლოცვას სინოდის წევრებთან ერთად სრულიად კათოლიკოს პატრიარქი აღასრულებს. ორშაბათს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, ერთი კვირის განმავლობაში იქნება დასვენებული აქ და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა პატივი მიაგოს წმინდანს, შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში.