reportiori.ge - ნოდარ ხადური: წინასწარი მონაცემებით, წინა წლის იანვართან შედარებით, ეკონომიკური ზრდა 8% იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:48
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: წინასწარი მონაცემებით, წინა წლის იანვართან შედარებით, ეკონომიკური ზრდა 8% იქნება
20 თებერვალი, 2014. 13:07

ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. გასული თვის ეკონომიკური შედეგები უწყების ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო.


"ეს არის წინასწარი მონაცემები, მაგრამ ის ემყარება გადამხდელების მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებს. ეს ადასტურებს, რომ დამატებითი ღირებულების გადამხდელი კომპანიების ბრუნვა იანვარში 16 პროცენტით გაიზარდა. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, ზრდა იანვარში იქნება 8 პროცენტი წინა წლის იანვართან შედარებით", - განაცხადა ხადურმა.


მისივე განმარტებით, ეს გამოწვეულია რამდენიმე დარგში სერიოზული გააქტიურებით.


"ესაა შედეგი სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული აქტივობის, იმის, რომ 43 პროცენტით არის გაზრდილი მშენებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ გარდილია სატრანსპორტო გადაზიდვები. ეს ყველაფერი ჩვენ გვალევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენი პროგნოები არის კონსერვატიული", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016