reportiori.ge - ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიადაში ასპარეზობა მე-19 ადგილით დაასრულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:35
სპორტი
ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიადაში ასპარეზობა მე-19 ადგილით დაასრულა
ავტორი:
20 თებერვალი, 2014. 22:38

მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. ორი პროგრამის ჯამში მან 147,15 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილი დაიკავა. 


ქართველმა სპორტსმენმა დღეს თავისუფალი პროგრამა შეასრულა და მსაჯებისგან 92,45 ქულა მოაგროვა. ელენემ პროგრამულ სეგმენტში 53,60 ქულა მიიღო, ხოლო ტექნიკურ კომპონენტებში - მხოლოდ 39,85. თავისუფალი პროგრამის 24 მონაწილეს შორის ეს მეოცე შედეგი აღმოჩნდა.


19 თებერვალს კი ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში მე-17 შედეგი აჩვენა. 
სოჭის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში გამარჯვებული რუსი ადელინა სოტნიკოვა გახდა (224,59). მეორე ადგილზე სამხრეთკორეელი იონა კიმი გავიდა (219,11), მესამე ადგილს კი იტალიელი კაროლინა კოსტნერი დასჯერდა (216.73).


ქართველი სპორტსმენები სოჭში გამოსვლას აგრძელებენ. 21 თებერვალს სლალომში ძალებს ნინო წიკლაური ცდის (49-ე ადგილი გიგანტურ სლალომში), 22 თებერვალს კი სლალომში ალექსანდრე ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი გამოვლენ.



(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016