reportiori.ge - დავით ზურაბიშვილის კომენტარი მისი შვილის მიერ პარლამენტარების საჯარო გინებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:46
პრეს-დაიჯესტი
დავით ზურაბიშვილის კომენტარი მისი შვილის მიერ პარლამენტარების საჯარო გინებაზე
ავტორი:
21 თებერვალი, 2014. 11:14

კაფე "გალერიში" ცნობილი ექიმის, გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის, დავით ცხაკაიას გარდაცვალების ფაქტს დავით ზურაბიშვილის ვაჟი, გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუკზე" უხამსი კომენტარით ეხმაურება და საქართველოს პარლამენტის წევრებს საჯაროდ აგინებს. პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის, დავით ზურაბიშვილის ვაჟის, რომელიც ამერიკაში სწავლობს, გულისწყრომა გასაგებია, მაგრამ მან იმ დეპუტატებს აგინა, სადაც მამამისი და მისი გუნდის წევრები წამყვან ძალას წარმოადგენენ.



"პარლამენტში რო სხედხართ თქვე მუქთახორა დედამ... ფეხი-ფეხზე რო გადაგიდიათ, უსიკებიან პრეზერვატიებზე ლაპარაკობთ და მარტო თქვენი ტრაკის სითბოზე ფიქრობთ, ამასობაში იღუპება ახალგაზრდა თაობა!!! პატარა ბავშვიც ხვდება იმას, რომ ბიონარკოტიკების შემოსვლას ვერ გააკონტროლებ და ნარკოტიკებს ვერ გააქრობ!!! მით უმეტეს, როდესაც ეფექტი იგივე აქვს, იმდენად მიმსგავსებულია ნარკოტიკი და შედეგი კიდევ ფატალური. ვისაც MDMA-ს დალევა უნდა, ის მაინც იშოვის და დალევს, მით უმეტეს როდესაც შეგიძლია უმარტივესად გამოიწერო და რაღა ვირთხების წამლით წამლავთ და ხოცავთ ახალგაზრდობას თქვენი გულგრილი მუქთახორა დედას შევ...ი, ცოტა ტვინი ხო უნდა გაანძრიო და დაფიქრდე. სანამ თქვენ შვილებს ან ნათესავებს არ მოუვათ ის, რაც "ცხაკოს" დაემართა, მანამდე ვერ უნდა მიხვდეთ, რომ ბუნებრივი ნარკოტიკების აკრძალვით პრობლემა კი არ გვარდება, პირიქით საზოგადოება იღუპება?!?!?!", - წერს გიორგი ზურაბიშვილი.


რა პოზიცია აქვს განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს თავისი შვილის დაწერილი განცხადების შესახებ?


"ალია" კომენტარისთვის დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა.


- ბატონო დავით, ნახეთ თქვენი შვილის პოზიცია "ფეისბუკზე"?

- შენც ნახე რა, დასაწერი თემა.


- მან მთელი პარლამენტი გალანძღა ბატონო დავით და სხვათა შორის ის ძალაც, რომელიც წამყვან ძალას წარმოადგენს. ამიტომ, რატომ გიკვირთ, რომ დავინტერესდით?

- უბრალოდ, ის "გალერიში" გარდაცვლილი ბიჭი მისი კლასელი და ძმაკაცი იყო და ფიქრობს, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია თუ მოხდება, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება. ეს იყო სულ.


- ესაუბრეთ ამის შესახებ?

- დაწერა რაღაც სისულელე. ათასჯერ ვუთხარი, თან გინებას ნუ წერ, ათასი ოხერი დადის ამ ინტერნეტში-მეთქი. მოკლედ, მიიღეთ დეკრიმინალიზაციის კანონიო, ამის გამო გაგვლანძღა.


- მუქთახორები ზიხართ პარლამენტშიო. ამაზე რა რეაქცია გქონდათ?

- რა რეაქცია უნდა მქონდეს? ჯერ ერთი, არასწორია პარლამენტის დადანაშაულება ამ საკითხში, რადგან ეს არაა მარტივი საკითხი, მერე კიდევ იმაზე უნდა იფიქრო, რომ სოციალური ქსელი არაა პრივატული სივრცე და აქ რომ რამეს იტყვი, თუნდაც ძალიან ნერვებაშლილი, ამას არავინ გაითვალისწინებს და შეიძლება გამოგაჭენონ საქვეყნოდ. მაგრამ ახალგაზრდაა და არა აქვს სათანადო გამოცდილება.


- გიორგის "პოსტის" შესახებ პარლამენტში კოლეგებმა თუ გითხრეს რამე და რა პოზიცია აქვთ მათ?

- პარლამენტის წევრებთან არ მილაპარაკია, მაგრამ ვფიქრობ, მათაც კარგად ესმით, რომ გიორგის უახლოესი მეგობარი დაიღუპა და ამ მძიმე შთაბეჭდილების ქვეშ დაწერა ის "პოსტი". თან მერე მოიბოდიშა, ზედმეტად მძაფრი რეაქციის გამო.


- თქვენმა შვილმა რეალურად არსებულ სიტუაციაზე დააფიქსირა სწორი პოზიცია, ლეგალიზაცია მოახდინეთ სანამ კიდევ არ დაიხოცნენ ახალგაზრდებიო. ეთანხმებით თუ არა?

- რაც შეეხება პოზიციას, მეც ვთვლი, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე კანონმდებლობა ზედმეტად მკაცრია და ამ კონტექსტში დეკრიმინალიზაციას კი ვემხრობი, მაგრამ ასევე მიმაჩნია, 


რომ ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამას სერიოზული კომპლექსური მუშაობა სჭირდება.


"ალია" დაინტერესდა, იცოდნენ თუ არა დეპუტატებმა გიორგი ზურაბიშვილის ლანძღვა-გინების შესახებ და როგორი იყო მათი პოზიცია. 


ნუკრი ქანთარია: "ვიცი, რაც დაწერა ზურაბიშვილის ბიჭმა, ემოციურ ნიადაგზე შეიძლება, უწესოდაც წამოსცდა რაღაც. ახლა მაგაზე გამოკიდება არ ღირს. რაც შეეხება იმას, მუქთახორები რომ გვიწოდა პარლამენტარებს, ესეც გასაგებია, ყველას შეუძლია, რაღაცა თქვას და დაწეროს. არ ვგრძნობ თავს მუქთახორად და არ ღირს ამაზე ამ ბიჭისთვის საქმის გარჩევა. რაც შეეხება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას, რა თქმა უნდა, ვარ მომხრე. ეს უნდა ჩაითვალოს დასაშვებად. ერთია, მომხმარებელი, მეორე - რეალიზატორი, რომელიც უნდა დაისაჯოს, მაგრამ ავადმყოფი კი არ უნდა გავკიცხოთ, უნდა ვუპატრონოთ, აბა, უნდა დავცხრილოთ?"


ბიძინა გუჯაბიძე: "ჯერ ერთი, ზრდილობისკენ მოვუწოდებ ახალგაზრდა ბიჭს, არ ვიწონებ მის სქაციელს. ეს არის არგუმენტებისა და ზრდილობის არქონის ბრალი, ახალგაზრდობის გამო მოუვიდა. რაც შეეხება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას, მე ახლა არ ვარ მზად, ამ საკითხს ჩავუღრმავდე, ეს არა მგონია, გამოსავალი იყოს ამ სიტუაციიდან. თუ უცხოეთში აქვს ამას რამე ახსნა-განმარტება, ამას ტრადიციის დამკვიდრება სჭირდება, რომ არც საზოგადოება დაზარალდეს და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავვარდეთ".




ჟანა ასანიძე



გაზეთი "ალია"







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016