reportiori.ge - ნოდარ ხადური: ლარის კურსთან დაკავშირებით, ხელოვნური აჟიოტაჟი შევქმენით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:30
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ლარის კურსთან დაკავშირებით, ხელოვნური აჟიოტაჟი შევქმენით!
21 თებერვალი, 2014. 13:28



ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას აცხადებს, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვა ლარის კურსთან დაკავშირებით საჭირო არ იყო.

 

მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა დამოუკიდებელი ინსტიტუციისადმი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ჰქვია, ის არის მართლა დამოუკიდებელი და თავისუფალი, აბსოლუტურად დამოუკიდებელია მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, რატომღაც ზეწოლა კურსთან მიმართებაში იყო ფინანსთა სამინისტროზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, გიწევს პასუხის გაცემა იმ თემებზეც, რომელიც არ გეხება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ იყო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არა ცუდი აჟიოტაჟი, ლარის კურსი არ შეიცვლებოდა. ამაში დამერწმუნებიან კოლეგა ბანკირები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი, დამერწმუნებიან იმაში, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი შევქმენით. ორი მოლოდინი - ვისაც ლარი ჰქონდა სასწრაფოდ უნდა მოეცილებინა და ვისაც დოლარი ჰქონდა, შეენარჩუნებინა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016