ალტრუისტი - „ყველაფერი მისთვის და არაფერი ჩემთვის" - ეს არის ნამდვილი ალტრუისტის დევიზი.
ასეთ ქალთან მამაკაცი გრძნობს, რომ ის არის მთავარი და არა ქალი. ცნობილია ფრაზაა: „თუ შენ არ გიყვარს საკუთარი თავი, სხვასაც არ ეყვარები". ეგოისტი არ უნდა იყოს ქალი, მაგრამ არც უსაზღვრო ალტრუიზმს მოაქვს კარგი შედეგი, ამიტომაც ოქროს შუალედი მათ შორის საუკეთესოა. ქალმა არ უნდა დააკნინოს საკუთარი ინტერესები, მამაკაცი ამას ვერ დააფასებს და სულელური შესახედი იქნება მისი მხრიდან.
ეგოისტი - მეორე უკიდურესობა.
ამ დროს პირიქით, ქალი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მამაკაცს უყალიბდება შეხედულება - ის საჭირო არ არის. ამ ყველაფრის გამო მამაკაცი პოულობს ვინმე ქალს, რომელიც დააფასებს და შეიყვარებს მას.
სასოწარკვეთილი დიასახლისი - ბევრი ქალი მთელ ცხოვრებას ქურასთან ატარებს.
ყველა პატივსაცემ ქალს უნდა ჰქონდეს თავისი ჰობი და ოჯახის მოვლის პარალელურად მუდმივად უნდა აკეთოს ის, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. როცა მამაკაცი ხვდება, რომ ქალი ცოცხლობს მისით და მის გარდა არაფერი უნდა, იქცევა ორნაირად: ან თავადაც უზომოდ უყვარს თავისი ქალი და სხვა არაფერი არ უნდა, ან ჰბეზრდება ქალის ასეთი სიყვარული და პოულობს მისგან რადიკალურად განსხვავებულ ქალს.
მოუვლელი ქალი - სამსახურიდან მოსული მამაკაცი არ უნდა ნახულობდეს ხალათში გახვეულ, თმადაუვარცხნელ, დაუბანელ ქალს. ამის ნაცვლად უნდა დახვდეს ლამაზი, მოვლილი და კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ქალი.
ეჭვიანი - თუ ბუნებრივად ქალი მიდრეკილია ეჭვიანობისკენ, თავი ხელში უნდა აიყვანოს.
არ უნდა მოაწყოს ეჭვიანობის სცენა, თუკი მისი მამაკაცი დაბადების დღეზე მიდის მარტო, პირიქით, უნდა აჩვენოს, რომ მის გარეშეც მშვენივრად გაატარებს დროს. შემდეგში კი ის არ წავა არსად მარტო.
მამაკაცური ქალი - ქალების დიდ ნაწილს ავიწყდება, რომ ის ქალია და იღებს საკუთარ თავზე მამაკაცურ მოვალეობებს.
ქალები გაჩენილები არიან ალერესისა და სითბოსთვის, რომელსაც კაცი არ მისცემს მამაკაცურ ქალს. ქალურობა - ეს არის ის, რაც აკავებს მამაკაცს ქალთან. მისი არ არსებობა იწვევს ღალატის საფუძვლის გაჩენას.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)