reportiori.ge - ყველაზე გავრცელებული სიზმარი - ქმარი გღალატობთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:30
სხვადასხვა
ყველაზე გავრცელებული სიზმარი - ქმარი გღალატობთ!
ავტორი:
22 თებერვალი, 2014. 16:18

რა არის სიზმარი? რატომ ვხედავთ მათ? შეგვიძლია თუ არა მათი კონტროლი? ქვემოთ სიზმართან დაკავშირებული რამდნეიმე ფაქტია ჩამოთვლილი.


სიზმრები სწავლაში გვეხმარებიან

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, თუ ღამით სიზმრებს ვხედავთ, მაშინ ეს ყველაფერი მეორე დღეს გონების შრომისუნარიანობას უწყობს ხელს. ამიტომ, თუ გამოცდისთვის ემზადებით, მაშინ კარგი იქნება დასაძინებლად ადრე დაწვეთ და დილით გასამეორებლად ცოტა დრო  მოიტოვოთ.



ყველაზე გავრცელებული სიზმარი - ქმარი გღალატობთ!

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობა 5 ათასამდე ქალბატონმა მიიღო. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაქორწინებული გახლდათ და სამთვიანი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა 85-მა პროცენტმა ერთხელ მაინც ნახა სიზმარი, სადაც მეუღლე ღალატობდათ. შედეგად შიშისა და გაურკვევლობის ფონზე ეღვიძებოდათ. ქალბატონებო გახსოვდეთ, რომ სიზმარი არ არის რეალობა და ამის გულისთვის არ შეიძლება თქვენს მეორე ნახევარს უსაყვედუროთ.


ადამიანი ერთ ღამეში უამრავ სიზმარს ხედავს

აღსანიშნავია, რომ ადამიანი ერთ ღამეში უამრავ სიზმარს ხედავს, მაგრამ დილით, გაღვიძების შემდეგ შესაძლოა ერთიც კი აღარ ახსოვდეს და ეგონოს, რომ ღამე სიზმრის გარეშე განვლო. ასევე, აუცილებელად უნდა ითქვას, რომ სიზმრის თითოეული ფაზა წინამორბედზე ხანგრძლივია, პირველი სიზმრის ხანგრძლივობა შესაძლოა ხუთი წუთი, უკანასკნელი სიზმრისა კი 45 წუთი იყოს. ამიტომ, დიდი ალბათობით ადამიანს მხოლოდ უკანასკნელი სიზმარი ამახსოვრდება.  



სიზმარს შესაძლოა გაღვძების შემდეგაც დაუბრუნდეთ

ადამიანი ხშირად ხედავს სასიამოვნო სიზმარს და გამოღვიძების შემდეგ გული წყდება ეს სიზმარი ბოლომდე რომ ვერ ჩაამთავრა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ადამიანს ერთი და იმავე სიზმრის გაგრძელება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ გამოღვიძების შემდეგ პოზას არ შეიცვლის და იმავე სიტუაციაში განაგრძობს ძილს.



თუ ერთი და იგივე სიზმარს ხშირად ხედავთ, მაშინ თქვენი ქვეცნობიერი რაღაცის თქმას ცდილობს

თუ ერთსა და იმავე სიზმარს რამდენიმეჯერ ნახავთ, მაშინ უნდა შეძლოთ ამ სიზმრის აზრის ამოკითხვა. მოსაზრება, რომ სიზმარი არაფრისმთმელია, სიმართლეს არ შეესაბამეაბა. შესაძლოა სიზმარი უბრალოდ თქვენი ინტუიციითა და მოლოდინებით იყოს განპირობებული.


 

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016