სპორტი
დავით იაკობაშვილმა ბორჯღალოსნებს 20 000 ლარი გადასცა
ავტორი: ნინი მოდრეკილი
22 თებერვალი, 2014. 19:46
ცნობილმა ბიზნესმენმა, დავით იაკობაშვილმა მორაგბეები ქართული სპორტის განსაკუთრებული პოპულარიზაციისათვის და განსაკუთრებული მიღწევებისთვის დააჯილდოვა.
"საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს - დღევანდელ მატჩში გამარჯვებულ გუნდს, ქართული სპორტის განსაკუთრებული პოპულარიზაციისთვის და საერთაშორისო სარბიელზე განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ცნობილმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, კომპანია "გალფის" და "პეტროკას ენერჯის" მთავარმა აქციონერმა დავით იაკობაშვილმა ნაკრებს მატერიალური წახალისების მიზნით სპეციალური პრიზი - 20 000 ლარი გადასცა", - აცხადებენ "გალფში".
საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის გუნდი დღეს 36-10 დაამარცხა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19