reportiori.ge - არჩილ გამზარდია წმინდანის ნეშტის ამობრძანებაზე: მათ, ვისაც ეს პროცესი ან სულელების ან მეზღაპრეების ზეიმი ჰგონია და ირონიულად აფასებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:33
მედია
არჩილ გამზარდია წმინდანის ნეშტის ამობრძანებაზე: მათ, ვისაც ეს პროცესი ან სულელების ან მეზღაპრეების ზეიმი ჰგონია და ირონიულად აფასებენ
ავტორი:
23 თებერვალი, 2014. 12:14



ისეთ ბედნიერ დღეებში, როდესაც ადამიანებს აქვთ საშუალება წმინდანის ნეშტის ამობრძანების მომსწრე გახდნენ, მითუმეტეს შეხებისა, არ შეიძლება რომ ეს სიხარული რამით იცვლებოდეს და წვრილმანებს აქცევდეს ყურადღებას. არც ის შეიძლება, რომ რაიმესადმი ნეგატიური დამოკიდებულება თვითმიზანი იყოს ადამიანისათვის.

 

აი, რას ნიშნავს, როდესაც ზოგიერთი ადამიანის თვითმიზანი უბრალოდ ლანძღვაა ეკლესიისა და მორწმუნისა. წინა ჯერზე, როდესაც უამრავი ადამიანი მივიდა წმინდანის საფლავზე, სტიქიური იყო პროცესი და გადალანძღა ზოგიერთმა იქ მისული ხალხიც და ეკლესიაც, ახლა როცა ორგანიზებული იყო, მშვიდი, საშვების არსებობაზე მაინც იგივეს აკეთებს ზოგი და ლანძღავს.

 

რაც შეეხება ზოგადად საშვების საკითხს, ის აუცილებლად მიმაჩნია, ამის წყალობით, პროცესი არის მშვიდი და ორგანიზებული. საშვები ამ ეტაპზე სრულიად მისაღებად მეჩვენება, უახლოეს დღეებში ყველას შეეძლება პირადად მოლოცვა, სრულიად ვამართლებ საშვების აუცილებლობას. საშვების ნაწილი გაიცა შშმ პირებისათვის და ეს სწორია, ნაწილი გაიცა სასულიერო პირებისათვის და ეს სწორია, და ჩანს მინისტრებმაც ისარგებლესეს არასწორია.

 

ცხადია, ვუერთდები იმ აზრს, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები პრივილეგირებულები არ უნდა იყვნენ, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ არა მგონია, ხადური ან სხვა რომელიმე მინისტრი მცხეთაში შეკრებილ რომელიმე ადამიანზე მეტი იყოს. შეიძლება გამონაკლისი დაუშვა ქვეყნის ლიდერზე, პრეზიდენტზე და პრემიერზე, რადგან ისინი ქვეყნის სახეა, მაგრამ მინისტრებმა კეთილი უნდა ინებონ და ჩეულებრივი ადამიანებივით ელოდონ საკუთარ დროს, როდესაც სიწმინდის მოლოცვა შეეძლებათ. თუმცა, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, მინისტრმა ისარგებლა საშვით თუ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა იქაურობა. მე მინისტრთა კაბინეტის წევრების პრივილეგირებულობას ვაკრიტიკებ. ხელისუფლების წევრებიდან მეტ უბრალოებას ვარჩევდი, როგორც ადამიანს მისი უბრალოება ბევრად დაფასდებოდა, როგორც ქრისტიანს, ასევე უფრო დაუფასდებოდა.

 

კიდევ ერთი, რაზეც განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ჩვენგანვე, ეს არის წმინდანთა სხეულის უხრწნელობაზე მსჯელობა, სასულიერო პირებმა არაერთხელ დააზუსტეს, რომ უხრწნელობა არაა წმინდანობის ერთადერთი მახასიათებელი, არამედ ქრისტიანული ცხოვრება ადამიანისა, ანუ საკუთარი თავის უარყოფის ხარჯზე ღვთისა და ადამიანების სამსახური და მათდამი თავგანწირვა.

 

წმინდა გაბრიელის სხეული 2 დღე იქნება დასვენებული სვეტიცხოველში, ერთი კვირა იქნება დასვენებული სამებაში. შემდეგ დაასვენებენ სამთავროში, სპეციალურ აკლდამაში, რაც ასევე არანაკლები სიწმინდეა მორწმუნისათვის, ვიდრე ამოსვენებული წმინდანის სხეული.

 

საერთო ჯამში კი ერთსაც დავძენდი, ასეთი დიდი სიხარულის დღეს, ჩემს თავსაც და მკითხველსაც ვუსურვებდი აქცენტი სიხარულის განცდაზე უფრო გაგვეკეთებინა, ვიდრე მცირე უზუსტობებზე რიგებთან დაკავშირებით ან წმინდანთა სხეულის მდგომარეობაზე ან მათთან ჩვენს ფიზიკური მიახლოების განსაკუთრებულ მონდომებაზე, როდესაც მიზეზს ვივიწყებთ და უფრო მეტად ურწმუნოსავით ვიქცევით, ვიდრე მორწმუნეობრივად. ღვთიური მადლი სულიერი კავშირით გადადის ადამიანებზე და არა იმდენად ფიზიკური სიახლოვით.

 

.. რაც შეეხება მათ, ვისაც ეს პროცესი ან სულელების ზეიმი ჰგონია ან მეზღაპრეების და ირონიულად აფასებენ, მათ შეუძლიათ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმით დაკავდნენ და საკუთარი თვითრეალიზაცია უფრო ეფექტურად მოახდინონ. ამას გარდა, ადამიანის უფლებების თანამედროვე დეკლარაცია აიძულებს კიდეც მათ იყვნენ მოზომილები შეფასებებსა და გამოხატულებებში, არ აღმოჩნდნენ დისკრიმინატორის როლში და არ შელახონ ამით ადამიანთა უფლებები.

 

 

 

არჩილ გამზარდიას ბლოგი

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016