reportiori.ge - ნოდარ ხადური: ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ვერ შეავსებდა ბიუჯეტის დანაკლისს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:54
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ვერ შეავსებდა ბიუჯეტის დანაკლისს!
ავტორი:
24 თებერვალი, 2014. 11:28



საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ბიუჯეტის დანაკლისს ვერ შეავსებდა. ამის შესახებ ხადური გაზეთ კვირის პალიტრის დამატება ეკონომიკურ პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს.

 

ეს პროცესი მოხდა მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ზოგან მეტად და ზოგან ნაკლებად. აშშ-ის ეკონომიკის გამოცოცხლებამ გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის ზრდა ყველა ქვეყანაში, მათ შორის, მაგალითად, თურქეთში 20%-ით. ჩვენი ეკონომიკა დოლარიზებულია და ყველა საქმიანი გარიგების 70-75% დოლარში იდება. როცა ეკონომიკის გამოცოცხლება იწყება, დოლარზე მოთხოვნა იზრდება. ჩნდება სუბიექტური ფაქტორიც - ცუდი მოლოდინების ტირაჟირება, რომ ქვეყანა ინგრევა, ლარს კუპონის ბედი ელის, ხადური რას აკეთებს და სხვა. ვალი სახელმწიფოსაც უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული და თუ დოლარის კურსი ლარის მიმართ იზრდება, ეს არც სახელმწიფოს აწყობს, რადგან ვალის მომსახურების ხარჯები იმატებს. რაც შეეხება ბიუჯეტის შევსების სარგებელს, უკაცრავად, თქვენ ეს არ გეხებათ, მაგრამ ეს არაპროფესიონალური განაცხადია, რადგან ინფლაციის უმნიშვნელო ზრდა ვერ შეავსებდა ბიუჯეტის დანაკლისს“, - აცხადებს ხადური.

 

ამასთან, ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა, ოპონენტებისა და ყველაფროლოგი ექსპერტების უსაფუძვლო განცხადებებმა გამოიწვია ის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ ლარი კონვერტირება დოლარში გადაწყვიტეს, ვისაც დოლარი ჰქონდა, ელოდებოდა კურსის კიდევ უფრო ზრდას.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016