რელიგია
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სვეტიცხოვლიდან 12:00 საათზე გამოაბრძანებენ
ავტორი: თეონა რამაზაშვილი
24 თებერვალი, 2014. 12:16
12:00 საათზე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სვეტიცხოვლიდან გამოაბრძანებენ და სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
პროცესიაში მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები და მრევლი. სავარაუდოდ, გამკაცრებული იქნება უსაფრთხოების ზომები და მსვლელობას სამხედრო ნაწილი გააკონტროლებს.
მსვლელობა გმირთა მოედანს, ვარაზის ხევს და დედაქალაქის მთავარ გამზირს მოიცავს. მრევლისა და სასულიერო პირების მსვლელობა თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დასვენებული, სადაც მრევლს მოლოცვის საშუალება ექნება.
12 თებერვალი, 2016. 16:16
03 თებერვალი, 2016. 01:20
01 თებერვალი, 2016. 10:35
19 იანვარი, 2016. 20:14
19 იანვარი, 2016. 15:09
19 იანვარი, 2016. 10:34
ილია მეორე: უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ვერც მეძავნი, კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი...
07 იანვარი, 2016. 03:25
07 იანვარი, 2016. 01:11
07 იანვარი, 2016. 01:08
07 იანვარი, 2016. 01:07