reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: მე არ მოვდივარ იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსზე ვიჭორაო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:38
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მე არ მოვდივარ იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსზე ვიჭორაო
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 22:48

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის,  გიორგი მარგველშვილის განცხადებით, მომავალ არჩევნებში ოპონენტზებზე ზეწილას ადგილი არ ექნება და  ეს არჩევნები თვისობრივად განსხვავებული იქნება.

„აქ არ იქნება ადმინისტრაციული რესურსი გამოყებნებული, აქ არ იქნება ხელის გადაგრეხვა, აქ არ იქნება ვიღაცის დაჩაგვრა, ზეწოლა. რას ფიქრობს მარგველაშვილი რომელიღაცა ოპონენტზე რითია ეს საინტერესო? მე ვფიქრობ იმაზე, რა აწუხებს ხალხს. მე არ მოვდივარ იმისთის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსზე ვიჭორავო“-ეს განცხადება   საპრეზიდენტო კანდიდატმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.  

მისი თქმით, იგი მედიის წარმომადგენლებს ხვალვე მინისტრობის 8-თვიან ანგარიშს გააცნობს და განათლების მინისტრის პოსტზე მის შემცვლელ თამარ სანიკიძეს წარადგენს.
"
მე ვაფასებ ჩვენს 8-თვიან მუშაობას უაღრესად ეფექტურად. ჩვენ შევძელით და 16 ათას ბავშვს სკოლაში წასვლის საშიშროება მოვუხსენით. ისინი მგლების ყმუილში კი არ დადიან, მათ ატარებთ მანქანა. ჩვენ სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას მოვუმატეთ ხელფასები, შევქმენით უფასო ფაკულტეტები, ტექნიკუმებში ახალი უფასო სწავლება დავაფუძნეთ, შევქმენით უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, რაც ნახევარ მილიონამდე ქართულ ოჯახს სექტემბერს შეუმსუბუქებს, 600-მდე სკოლას ვარემონტებთ, 8 სკოლას ვაშენებთ, ყველაფერ ამის განხორციელებაში ჩემს გვერდით მთავარი დამგეგმავი იყო ქალბატონი თამარი. ის უაღრესად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია. მას განათლება აქვს მიღებული როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. ის არის ადამიანი, რომელიც შეძლებს, ამ სისტემას ემსახუროს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიას მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე შეუდგება.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016