reportiori.ge - ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში ფოცხვერი შინაურ პირუტყვს თავს ესხმის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 00:26
რეგიონები
ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში ფოცხვერი შინაურ პირუტყვს თავს ესხმის
ავტორი:
24 თებერვალი, 2014. 14:27



გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ოზურგეთის სოფელ ჭანიეთ ფოცხვერის გამოჩენას  ჭანიეთის მკვიდრი კახა ლომჯარია ადასტურებს.  

 

რაც ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკი დაიწვა და გარშემო ტყეები შემოგვეცალა, სად წავიდეს ის ფოცხვერი, რომ მოშივდა, შემოიპარა ღამე სოფელში. მავანს ძროხა დარჩა  გარეთ, ეტაკა და დაგლიჯა. არადა, აქ ადრე თამამად ვტოვებდით გარეთ ძროხას - გარშემო ტყეებში, ადამიანის ახლოს, მგელს, დათვსა და ფოცხვერს რა უნდოდა! დათვი მთლად სახლის კარებს არ გვიმტვრევს, მაგრამ ზოგს ახალდარგული ატმის ხეები დაულეწა, ზოგს, თხილი. დათვი ადრეც შემოპარულა სოფელში და ძროხები დაუჭამია, მაგრამ ფოცხვერის შემოსევა არ თქმულა. მეწველი მარჩენალი ძროხა დამიგლიჯა. რაფერია, - გაზრდი, იწვალებ იჯახირებ, ოჯახი მაგის იმედზეა და ერთ დილას ბარკლებგამოჭმული დაგხვდებაიმ ცურებგამოჭმულ ძროხებს ხომ არ შევინახავდით, თორემ თქვენც განახებდით. ფოცხვერი თავისზე დიდ ცხოველს ცურში ეცემა ხოლმე - ეგ ძალიან მტკივნეული ადგილია და იმიტომაც ერევა. მერე დაადგება და ჭამს. ფოცხვერზე ნადირობა აკრძალულია. ესეც რომ არ იყოს, იმისთანა ფრთხილია, მაგის მომნადირებელი ვინ არის! მარა თუ გაგიმართლა და ისე მიეპარე, რომ ვერ დაგინახა, იმფერი ლამაზია, ხელი აგიკანკალდება მოსაკლავად. ერთადერთი მონადირე გამიგია, ვინც ფოცხვერს კლავდა, ბაღდათელი ნოდარ გუმბერიძე, სურათი მაქვს ნანახი, მოკლული ფოცხვერი უჭირავს - იმფერი ლამაზია, თვალს ვერ მოაშორებ! ფოცხვერის ლეკვის მოპოვება თითქმის შეუძლებელია, მისი ძებნა თივაში ნემსის ძებნაზე უარესია, შემთხვევით თუ წაეყრება ვინმე“, -აცხადებს კახა ლომჯარია.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016