reportiori.ge - წილისყრამ 9 ჯგუფი დააწყვილა... EURO 2016–ზე 24 გუნდი იასპარეზებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:35
სპორტი
წილისყრამ 9 ჯგუფი დააწყვილა... EURO 2016–ზე 24 გუნდი იასპარეზებს
23 თებერვალი, 2014. 22:59



საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულმა წილისყრამ EURO 2016–ის შესარჩევ ციკლში მოასპარეზე 53 ქვენის ნაკრები 9 ჯგუფში გადაანაწილა. თავიდანვე გაცნობებთ, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ახალი სისტემით ტარდება, რომლის ფორმულირება უეფას პრეზიდენტმა მიშლ პლატინიმ წარმოადგინა და უეფას აღმასკლომმა გასულ წელს დაამტკიცა. ამ ახალი სისტემის მიხედვით, შესარჩევ ციკლში ევროპის ყველა, 53 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. მათ შორისაა გიბრალტარიც, რომელიც უკვე უეფას წევრი ქვეყანაა და რომლის ნაკრებმაც ამ რამდენიმე თვის წინ გამართა პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები.

ასე რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე 53 ქვეყნის ნაკრები, რეიტინგის მიხედვით 6 კალათაში იყო გადანაწილებული. ნიცაში გამართულმა წილისყრამ 53 ქვეყნის ნაკრები 9 ჯგუფში გაანაწილა. ცხრიდან 8 ჯგუფი –6 გუნდიანია, ხოლო ერთ ჯგუფში 5 გუნდი მოხვდა. ჩვენი ჯგუფი უკვე გაგაცანით, ახლა კი ყველა ჯგუფებს წარმოგიდგენთ:

 

 

 

 

A ჯგუფი

ჰოლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, ლატვია, ისლანდია, ყაზახეთი;

 

B ჯგუფი

ბოსნია–ჰერცოგოვინა, ბელგია, ისრაელი, უელსი, კვიპროსი, ანდორა;

 

C ჯგუფი

ესპანეთი, უკრაინა, სლოვაკეთი, ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი;

 

D ჯგუფი

გერმანია, ირლანდია, პოლონეთი, შოტლანდია, საქართველო, გიბრალტარი;

 

E ჯგუფი

ინგლისი, შვეიცარია, სლოვენია, ესტონეთი, ლიტვა, სან მარინო;

 

F ჯგუფი

საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ფინეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ფარერები;

 

G ჯგუფი

რუსეთი, შვედეთი, ავსტრია, ჩერნოგორია, მოლდოვა, ლიხტენშტაინი;

 

H ჯგუფი

იტალია, ხორვატია, ნორვეგია, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, მალტა;

 

I ჯგუფი

პორტუგალია, დანია, სერბეთი, სომხეთი, ალბანეთი

 

 

 

 

პლატინის ნოვაციის მიხედვით, რომელიც უეფას აღმასკომმა დაამტკიცა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 16–ის ნაცვლად უკვე 24 ნაკრები იასპარეზებს. შესაბამისად, შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, 9 ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, პლუს ერთი საუკეთესო მე–3–ადგილოსანი, ჯამში 19 ნაკრები, ავტომატურად იასპარეზებს ევრო 2016–ზე. დანარჩენი 8 ჯგუფის მე–3–ადგილოსანი ევროპის ჩემპიონატის 4 საგზურისთვის პლეი–ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჯამში ამ 23 მონაწილეს კი 24–ე გუნდად ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საფრანგეთი დაემატება.

დაბოლოს, ევრო 2016–ის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და გაისად, 2015 წლის ოქტომბერში დასრულდება, ფლეი–ოფის მატჩები 2015 წლის ნოემბერში ჩატარდება. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი კი საფრანგეთში, 2 წლის შემდეგ, 10 ივნისს დაიწყება.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016