reportiori.ge - აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს სასათბურე მეურნეობების მეოთხე ფორუმი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:46
ეკონომიკა
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს სასათბურე მეურნეობების მეოთხე ფორუმი გაიმართება
ავტორი:
25 თებერვალი, 2014. 15:56

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის(EPI) ორგანიზებით გამართულ სასათბურე მეურნეობების მეოთხე ფორუმს დაესწრო.


როგორც „რეპორტიორს" სოფლის მეურნეობის სამინისტრიდან აცნობეს, ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ  USAID-ის  კავკასიის მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი, საქართველოში ევროკავშირის მისიის სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის ატაშე ხუან-ხოსე ეჩანოვე, EPI-ის ექსპერტი დევიდ დუმარესკი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.


სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მიზანია სასათბურე მეურნეობების განვითარების გზით მოხდეს  იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება ადგილობრივი ნაწარმით, გაიზარდოს ბოსტნეულის მოყვანის წარმადობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და მოხდეს  ინვესტიციების მოზიდვა სასათბურე ინდუსტრიაში. წელს გაიმართა რიგით მეოთხე ფორუმი,რომელიც ყოველ წელს ასრულებს პლატფორმის ფუნქციას დარგში არსებული მოთამაშეებისა და საჯარო და კერძო სექტორში  დაინტერესებული პირების დასაკავშირებლად.


სასათბურე მეურნეობების მეოთხე ფორუმმა უმასპინძლა ინდუსტრიის 120-ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის სასათბურე მეურნეობის ოპერატორებს, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მომწოდებლებს, ფინანსური ინსტიტუტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. ღონისძიება ხელს უწყობს სასათბურე მეურნეობების სექტორში ჩართული მხარეების დაახლოებასა და სექტორის გაძლიერებას.


ფორუმზე განიხილეს სასათბურე მეურნეობების აუდიტის შედეგები, დაფინანსებისა და ინვესტირების საკითხები, საცალო ქსელების მოთხოვნები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვალსაზრისით, აგრეთვე სექტორთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური საკითხები.

 

ფორუმის ფარგლებში გაიმართება კონკურსი - „საუკეთესო სასათბურე პომიდორი".  კონკურსში გაიმარჯვა გორის სასათბურე მეურნეობამ, რომლის წარმოებულმა პომიდორმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016